La tribune  - პრეზიდენტმა მაკრონმა არა მხოლოდ უნდა მიულოცოს თავის ქართველ კოლეგებს, არამედ ინსპირაციად გამოიყენოს მათი წარმატება

La tribune - პრეზიდენტმა მაკრონმა არა მხოლოდ უნდა მიულოცოს თავის ქართველ კოლეგებს, არამედ ინსპირაციად გამოიყენოს მათი წარმატება

access_time2020-06-16 19:53:43

თანმიმდევრულმა რეფორმებმა და თავისუფალი ბაზრის პოლიტიკამ საშუალება მისცა საქართველოს, გამხდარიყო სამაგალითო ქვეყანა პანდემიის მენეჯმენტში მაშინ, როდესაც ეს დიდმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს. პრეზიდენტმა მაკრონმა არა მხოლოდ უნდა მიულოცოს თავის ქართველ კოლეგებს, არამედ ინსპირაციად გამოიყენოს მათი წარმატება”,- ამის შესახებ ფრანგული გამოცემა ,, la tribune” წერს.


სტატიის თანახმად, 8 მაისს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიულოცა თავის ქართველ კოლეგას ქვეყნის წარმატება კოროვირუსთან ბრძოლაში და იმავე დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა შედეგები, სადაც მილიონ მოსახლეზე 3.5 დაღუპულით, საქართველო საუკეთესოა რეგიონში და ევროპის საბჭოს 48 წევრს შორის ერთ-ერთი საუკეთესო.


როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოში COVID-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის მცირე რაოდენობა მიგვითითებს იმაზე, რომ აქ ეკონომიკა სხვა ქვეყნებზე სწრაფად აღდგება.




,,მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემისა და პრაქტიკულად არარსებობული საბაჟო გადასახადების წყალობით, საქართველოს დღეს ერთ-ერთ ყველაზე ღია ქვეყნად მიიჩნევა საერთაშორისო ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციისთვის. ასევე, გაუქმდა იმპორტის ნებართვები და ლიცენზიები იმის საფუძველზე, რომ სერიოზული ქვეყნის (აშშ, ევროკავშირი და ა.შ.) ოფიციალური სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნებისმიერი პროდუქტი დე- ფაქტოდ გაყიდვადია საქართველოში. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფციის შესაძლებლობები. ჯანდაცვის თვალსაზრისით, მესამე მხარის სასერთიფიკატო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა საუკეთესო დასავლური მკურნალობის ჩატარება, დეფიციტის საშიშროების გარეშე. ხელსაყრელმა ბიზნეს გარემომ საშუალება მისცა საქართველოს, რომ კრიზისის პერიოდში პრეპარატის 4 მწარმოებელი კომპანიის იმედი ჰქონოდა. გარდა ამისა, რიგი რეფორმების შემდეგ, ქვეყანა სარგებლობს კერძო ჩარჩოს გარშემო ორგანიზებული ჯანდაცვის სისტემით, რაც მოსახლეობის 90% -ს აუცილებელი სამედიცინო დახმარების გამოყენების საშუალებას აძლევს. ქართველები დადებითად აფასებენ საავადმყოფოების სისტემას მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი მედიცინის სფეროში პროგრესი კვლავ აუცილებელია. მთავრობამ საავადმყოფოებს მკურნალობის არჩევის სრული თავისუფლება მისცა და არ ეცადა ნიღბების, გელებისა და ა.შ. დისტრიბუციის მონოპოლიზაციას, რაც საფრანგეთის ვარიანტის საწინააღმდეგოა. შედეგი - საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 21 მარტს გამოცხადდა, დასრულდა შაბათს, 23 მაისს, ხოლო ქვეყანა 2020 წლის 1-ელი ივლისიდან საზღვრებს გახსნის საერთაშორისო ტურისტებისთვის. დამკვირვებლები შეშფოთებულნი არიან იმ გავლენით, რაც COVID-19-ს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებზე, მაგალითად ტურიზმზე. ეკონომიკურად ყველა ქვეყანა დაზარალდება, მაგრამ საქართველოში COVID-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის მცირე რაოდენობა მიგვითითებს იმაზე, რომ აქ ეკონომიკა სხვა ქვეყნებზე სწრაფად აღდგება. OECD-მ შეაქო ქვეყანა საგანმანათლებლო საქმიანობისთვის და მისი დისტანციური სწავლების სისტემა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნია. ეს შესაძლებელი გახდა ესტონურ მოდელზე მორგებული ადმინისტრაციის დიჯიტალიზაციის ნებაყოფლობითი პოლიტიკის მეშვეობით და სკოლებისთვის მიცემული პედაგოგიური ავტონომიით, რომლის არჩევაც თავისუფლად შეუძლიათ მშობლებს და რომლის (საჯარო) დაფინანსება ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. საფრანგეთის ჰიპერცენტრალიზაციისგან განსხვავება კვლავ შესამჩნევია”,- წერს ფრანგული გამოცემა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up