La Repubblica: კოვიდ-პასპოტების შემოღება ტურიზმს ვერ გააცოცხლებს

La Repubblica: კოვიდ-პასპოტების შემოღება ტურიზმს ვერ გააცოცხლებს

access_time2021-01-26 20:00:18

ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება ვაქცინირებული ადამიანებისთვის შეღავათების მინიჭების იდეა. თუმცა კოვიდ-პასპორტების გაცემა დღეს ჯერ კიდევ ნაადრევია და ის სასურველ შედეგს, ტურისტული ინდუსტრიის აღორძინებას ვერ მოიტანს.


პირველმა ეს წინადადება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა გაახმოვანა. მან მხარდაჭერა სხვა, ტურიზმზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყნებისგანაც მიიღო. იდეა ასევე ევროკომისიის თავჯდომარემ ურსულა ფონ კლიანენმაც მოიწონა და კოვიდ-პასპრორტი „საზღვრების გახსნისთვის აუცილებელ სამედიცინო პირობად“ შეაფასა. თუმცა, სინამდვილეში კოვიდ-პასპორტიზაცია დიდ რისკებს შეიცავს, რადგანაც ის არასწორ მეცნიერულ, იურიდიულ და ტერიტორიულ არგუმენტებს ემყარება.


ადამიანების და ქვეყნების გაერთიანების და შეკავშირების ნაცვლად კოვიდ-პასპორტი დამატებით ბარიერებს შექმნის, მაგრამ ინფექციისგან ვერავის დაიცავს.


მეცნიერული თვალსაზრისით არასწორია წარმოდგენა, რომ კოვიდ-პასპორტის მიმღები ინფექციის მატარებელი არ არის. დღეისთვის არსებული მონაცემები, ვაქცინა დაავადების სიმპტომების ბლოკირებას ახდენს, თუმცა, ვირუსის გავრცელებას მხოლოდ ნაწილობრივ აფერხებს - ვაქცინირებული ადამიანი შესაძლებელია თავად ჯანმრთელი, თუმცა, ამავე დროს ინფექციის მატარებელი იყოს. მაგრამ მთავარი არც ესაა. კოვიდ-პასპორტიზაციის აუცილებელი პირობაა ვაქცინასთან თანასწორი ხელმისაწვდომობა ყველასთვის, თუმცა სადღეისოდ ამ საკითხში ბევრი სირთულეა, პირველ რიგში ქვეყნებს შორის. მაგალითად, დანიელები ვაქცინას ფრანგებზე, გერმანელები კი ჰოლანდიელებზე ადრე მიიღებენ.


ასევე სერიოზული უთანასწორობაა თავად ქვეყნებში, რეგიონების და სოციალური ფენების მიხედვით. ვაქცინის მიღების ყველაზე დიდი შანსი მეგაპოლისების მოსახლეობას აქვს, მაშინ როდესაც პროვინციებისთვის და შედარებით მცირე ქალაქებისთვის, პირველ ეტაპზე ვაქცინის მიღება დიდ სირთულეებს უკავშირდება.



გარდა ამისა, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში გამოყოფილია პირთა კატეგორიამ რომლებიც პირველ რიგში აიცრებიან, ძირითადად, მედიკოსები და მოხუცები. შემდგომ ჯგუფებს კი სახელმწიფო თავისი შეხედულებებისამებრ ადგენს, მასწავლებლები, ტრანსპორტის სექტორში დასაქმებულები და ა.შ.


რა მოელის მილიონობით ევროპელს, ვინც პრივილეგირებულთა კატეგორიაში არ შედის? მათ შორის 17 მლნ. ადამიანს, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეა, მაგრამ იმ ქვეყანაში არ ცხოვრობს სადაც დაიბადა? რა მოელის მილიონობით მიგრანტს არაევროკავშირის ქვეყნებიდან? მათთვის ვაქცინაციის შესაძლებლობა დახურული იქნება და სურვილის შემთხვევაში მათ ვაქცინების შავი ბაზარზე მოძიება მოუწევთ. ეს ადრე თუ გვიან  მოხვდება, როდესაც საზოგადოებაში უთანასწორობაა, ეს შავი ბაზრის გაჩენას გარდაუვალს გახდის.


ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკომისიისთვის უმჯობესი იქნებოდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და უთანასწორობის დაძლევაზე ზრუნვა. კოვიდ-პასპორტების შექმნის ნაცვლად, ევროკომისიამ ვაქცინის თანასწორი განაწილება როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ქვეყნებს შიგნით უნდა უზრუნველყოს.


ვაქცინაციის ცნობა ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისთვის პანაცეად ვერაფრით ჩაითვლება, განსაკუთრებით, ისეთ სექტორებში, როგორც ტურიზმი და სარესტორნო ბიზნესი. 2020 წელს, ამ დარგების გადარჩენისთვის საზღვრების შერჩევითმა გახსნამ დაინფიცირების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.


პანდემია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არათანაბრად განაწილდა, ზოგი მეტად დაზიანდა, ზოგი კი ნაკლებად. კოვიდ-პასპორტების შემოღება, სხვადასხვა კატეგორიებად ადამიანების გაყოფა, ამ შემთხვევაში კარგი და სასარგებლო იდეა ნამდვილად არაა.


თენგიზ აბლოთია

წყარო: repubblica.it



თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up