ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრობისთვის ბრძოლაში 22 პროცენტით უსწრებს რიში სუნაკს. ასეთი შედეგი აჩვენა კონსერვატიული პარტიის წევრების გამოკითხვამ, რომელიც Opinium Research-მა ჩაატარა.
450 პარტიის წევრს შორის, რომელთაც უკვე გადაწყვიტეს, როგორ მისცენ ხმას მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში, ტრასმა 61% მოიპოვა, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა სუნაკმა - 39%.
ტრასის მხარდაჭერის ძირითადი მიზეზები იყო სუნაკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, საგარეო საქმეთა მინისტრისადმი ნდობა და ბორის ჯონსონის ერთგულება. სუნაკის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ მას ყველაზე კარგად ერკვევა ეკონომიკაში და იყო ყველაზე კომპეტენტური ყველა კანდიდატს შორის.
ახალ პრემიერისთვის ხმის მიცემა ფოსტით ხდება, გამარჯვებული 5 სექტემბერს გამოვლინდება.
წყარო: interpressnews.ge