კვლევის შედეგები:  COVID-19-ის გავლენა ბიზნეს კლიმატზე

კვლევის შედეგები: COVID-19-ის გავლენა ბიზნეს კლიმატზე

access_time2020-05-07 10:55:02

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 68% მიიჩნევს, რომ ვირუსის მიერ გამოწვეულმა ეფექტებმა მათ ბიზნესზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ეს გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებზე აისახა.


კომპანიებისთვის უპირველეს გამოწვევად ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა იქცა. გამოკითხულთა უმეტესობას სრულად მოუწია საქმიანობის შეჩერება, ხოლო 38% ნაწილობრივ აგრძელებს საქმიანობას საგანგებო მდგომარეობის პირობებში. დაწესებულმა შეზღუდვებმა ყველაზე მეტად მომსახურების და ვაჭრობის სექტორებზე იმოქმედა, სადაც კომპანიათა დაახლოებით 55%-ს სრულად ან ნაწილობრივ მოუწია საქმიანობის შეწყვეტა. ხოლო მრეწველობის სექტორში გამოკითხული ყველა კომპანია საგანგებო მდგომარეობაშიც აგრძელებდა და აგრძელებს მუშაობას, რაც ბიზნესის საერთო შეფასებით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო.

 

 

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების დასაცავად, BAG-ის წევრი კომპანიები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. იმ კომანიების 47%, რომლებსაც ეკონომიკური აქტივობა არ შეუწყვიტავთ, სრულად გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ხოლო 53%-მა აღნიშნული მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო. აღსანიშნავია, რომ დისტანციური მუშაობის ფორმაზე ყველაზე ადვილად მომსახურების სექტორი გადავიდა (კომპანიების 71%). ხოლო მრეწველობის სექტორში გამოკითხულმა ვერც ერთმა კომპანიამ ვერ შეძლო სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა, რაც სავარაუდოდ, მათი საქმიანობის ფორმითა და სპეციფიკით უნდა იქნეს ახსნილი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების დიდი უმრავლესობა, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, გაგებით ეკიდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის საქმიანობის დროებითი შეზღუდვის შესახებ და აღნიშნულ მკაცრ მიდგომას ვირუსის გავრცელების შესაკავებელ გონივრულ ღონისძიებად აღიქვამს.  კომპანიათა აბსოლუტური უმრავლესობა ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები დროული, ადეკვატური და ეფექტური იყო.


 

 

COVID-19-ის გავლენის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით BAG-ის წევრთა მოლოდინების შესაფასებლად, კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს კითხვას, თუ რა პერიოდი დასჭირდება ბიზნესს, რომ დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებს, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების ფაზა დასრულდება. კვლევის შედეგების თანახმად:

 

  • გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი (7.8%) ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების ფაზა დასრულდება, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 3 თვეზე ნაკლებ პერიოდში დაუბრუნდება.

 

  • მხოლოდ 5.9% ფიქრობს, რომ მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების ფაზა დასრულდება, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს 18 თვეზე მეტ პერიოდში დაუბრუნდება.

 

  • გამოკითხულთა 39.2%-ის აზრით, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებზე დაბრუნებას 7-12 თვე დასჭირდება. აქ გამონაკლისს წარმოადგენს მრეწველობის სექტორი, რომლის წარმომადგენელი კომპანიების აზრითაც მათი კომპანიების ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები წინაკრიზისულ ანალოგიურ მონაცემებს 4-6 თვეში დაუბრუნდებიან. ამ სექტორის ოპტიმიზმი სავარაუდოდ ეფუძნება იმ გაცხადებულ ხელშეწყობას, რაც საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად დაანონსა.

 

Covid-19-ის ზეგავლენა ბიზნეს გარემოზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსისა და BAG დასაქმების ბარომეტრის ყოველკვარტალური კვლევის  ფარგლებში შეაფასა.


BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2020 წელს დაიწყო. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი ბიზნესების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატისა და დასაქმების ბარომეტრის შესახებ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის აზრით, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი და BAG დასაქმების ბარომეტრი მნიშვნელოვანი, ღირებული და ეფექტური ინსტრუმენტი გახდება როგორც ბიზნეს სუბიექტების, ასევე ხელისუფლებისთვის ბიზნესში არსებული მდგომარეობის გაცნობის, შეფასებისა და ანალიზის შედეგად კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.  BAG ინდექსი ყოველკვარტალურად გამოქვეყნდება და იგი საზოგადოებას გააცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნეს წრეებში არსებულ განწყობებსა და ბიზნესის მოლოდინებს - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის განცხადებაში.


(R)

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up