კვლევის შედეგები: BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსი

კვლევის შედეგები: BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსი

access_time2020-05-05 14:35:16

2020 წლის პირველი კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „ბუმის“ მეოთხედიდან (პოზიტიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) „რეცესიის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილში ჩატარებული გამოკითხვისას ასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები უარყოფითად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა -44.5 ქულა, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა - 47.4 ქულა შეადგინა (იხ. გრაფიკი). გამოკითხვის შედეგები მკვეთრად გაუარესებულია წინა კვარტალთან შედარებით, კერძოდ, იანვარში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ასოციაციის წევრები არსებულ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებდნენ +29.5 ქულა, მკვეთრად დადებითი იყო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინიც +53.1 ქულა, შესაბამისად, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი 2019 წლის მეოთხე კვარტალში პოზიტიური იყო.



მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ოთხივე სექტორში (მრეწველობა, მომსახურება, ვაჭრობა, მშენებლობა) უმეტესწილად უარყოფითად შეფასდა. აქედან, აღსანიშნავია მომსახურებისა და მშენებლობის სექტორების მკვეთრად უარყოფითი მაჩვენებლები მაშინ, როცა ვაჭრობის სექტორი შედარებით ზომიერია უარყოფით მოლოდინებში, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ამ სექტორის გარკვეულ ნაწილს (სურსათისა და სააფთიაქო ქსელები, სხვა) არ შეეხო საგანგებო სიტუაციით დაწესებული შეზღუდვები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს მრეწველობის სექტორი, რომელიც მიუხედავად უარყოფითად შეფასებული მიმდინარე მდგომარეობისა, მაინც ინარჩუნებს ოპტიმიზს, რაც  საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ მხარდაჭერის მოლოდინის უნდა ეფუძნებოდეს.

 


 

BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნეს კლიმატის შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO-ს, ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის, მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ყოველკვარტალურად აწარმოებს. ინდექსის პირველი კვლევა 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის იანვარში ჩატარდა, რომელმაც შეაფასა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების განწყობები 2019 წლის მეოთხე კვარტალთან დაკავშირებით. რიგით მეორე კვლევა კი 2020 წლის აპრილში COVID 19-ის პანდემიასა და ბიზნესზე დაწესებულ შეზღუდვების პერიოდს დაემთხვა და 2020 წლის პირველი კვარტლის შეფასებას, მეორე კვარტლის მოლოდინებსა და პანდემიის ბიზნესზე ზეგავლენას დაეთმო.

 

საზოგადოდ,  კითხვარის მეშვეობით BAG-ის წევრი კომპანიები (კონფიდენციალურობა სრულად დაცულია) აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინებს, რომელთა გასაშუალოებითაც მიიღება BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up