კვლევის მიხედვით, Sinopharm-ის ვაქცინა დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია

კვლევის მიხედვით, Sinopharm-ის ვაქცინა დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია

access_time2021-07-21 19:00:53

შრი-ლანკის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი ძლიერ ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც უკვე დომინანტი შტამი ხდება მთელ მსოფლიოში. კვლევაში ჩართული იყვნენ შრი-ლანკის ქალაქ კოლომბოსა და ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა ჯერ რეცენზირებული (Peer Review) არ არის და ამჟამად ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv.

„აღმოჩნდა, რომ ეს ვაქცინა ძალიან ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით იგივე დონით ფიქსირდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ“, — წერს უნივერსიტეტი განცხადებაში.

კვლევის მიხედვით, ორი დოზით აცრის შემდეგ, ვაქცინირებულთა 95 პროცენტს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რაც COVID-19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ ფიქსირდება.

როგორც კვლევამ აჩვენა, გამანეიტრალებელი ანტისხეულები ვაქცინირებულთა 81,25 პროცენტში წარმოიქმნა, თანაც ბუნებრივი ინფექციის გადატანის მსგავსი მაჩვენებლით.


საერთო ჯამში, Sinopharm-ის ვაქცინის მიერ დელტა შტამის წინააღმდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების დონე 1,38-ჯერ არის შემცირებული თავდაპირველ, უხანის შტამთან შედარებით.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორის, ნეელიკა მალავიგეს განცხადებით, ეს Sinopharm-ის ვაქცინის ამ სახის პირველი კვლევაა მსოფლიოში, რომლის ფარგლებშიც ექსპერტებმა იმუნურ სისტემაზე ამ ვაქცინის ყველა შესაძლო ასპექტი შეისწავლეს.

„დასკვნა ის გახლავთ, რომ როდესაც საქმე დელტას და სხვა ვარიანტებს ეხება, Sinopharm-ის ვაქცინა იგივე დონის ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რასაც ადამიანები ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ, რაც ძალიან კარგი ამბავია“, — ამბობს პროფესორი.

მისივე განცხადებით, 20-დან 40-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ანტისხეულები ვაქცინირებულთა 98 პროცენტს განუვითარდა, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 93 პროცენტს, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ხანდაზმულთა ორგანიზმი ვაქცინებს შედარებით ნაკლებად ეპასუხება.

 

1tv.ge




სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა
access_time2021-08-02 17:00:58
„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაყიდად გამოტანილი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონზე გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონთან შედარებით ფასი თითქმის $13 მლნ–ით ნაკლები იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო„ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ ივნისში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაშიიყო. ამჯერად სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041...

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა
access_time2021-08-02 16:00:48
საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი. EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ...

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...


მსგავსი სიახლეები

up