მინერალურ წყალზე მოთხოვნა მიწოდებაზე უფრო სწრაფად იზრდება.“ -  წყალი „ვეძა“

მინერალურ წყალზე მოთხოვნა მიწოდებაზე უფრო სწრაფად იზრდება.“ - წყალი „ვეძა“

access_time2021-03-03 15:15:51

„ვეძა“ მომჟავო მინერალური წყალია   ის კახეთში, აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მოიპოვება და მაღალი მინერალიზაციით გამოირჩევა.


„კომერსანტი“ დეტალებისთვის ვეძას დამფუძნებელს ირაკლი მირზიკაშვილს დაუკავშირდა, მისი განმარტებით „ვეძას“ სხვა მინერალური წყლებისგან მაღალი კონცენტრაცია და განსაკუთრებული თვისებები გამოარჩევს.


„ „ვეძას“ წყალი მინერალების მრავალფეროვნებით, მაღალი კონცენტრაციით და  განსაკუთრებით სასარგებლო თვისებებით ხასიათდება. იოდის, ნატრიუმის, კალციუმისა და სხვა სასარგებლო მინერალების მაღალი შემცველობა კი  „ვეძას“ ჩვეულებრივი მინერალური წყლისგან გამოარჩევს.“ -  აღნიშნავს ირაკლი მირზიკაშვილი


„ვეძის“ წყლის სერიული წარმოება 2020 წლიდან დაიწყო და მისი ქართული ბაზრისთვის მიწოდება 2021 წლიდან იწყება. მირზიკაშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ ბუნებრივი რესურსის რაოდენობა შეზღუდულია, წყალი ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება და ამ ეტაპზე მხოლოდ 0,750 მლ-იანი შეფუთვა აქვთ. მირზიკაშვილის თქმით, ეს საუკეთესო რაოდენობაა რაც შეიძლება ადამიანმა დღის განმავლობაში მიიღოს.


წყალი „ვეძა“ ამ ეტაპზე მხოლოდ კახეთის რეგიონში რამდენიმე ადგილას იყიდება, თუმცა ირაკლი მრზიკაშვილი აღნიშნავს, რომ  მალე თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიყიდება.



„ამჟამად ყველა მსხვილ მაღაზიათა ქსელთან გვაქვს ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება და უახლოეს კვირებში ჯერ თბილისში, ხოლო შემდგომ საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში არსებულ სავაჭრო ქსელში გამოჩნდება. პირველ ეტაპზე, მარტის მეორე ნახევრიდან მომხმარებელი ჰიპერმარკეტ „კარფურსა“ და ნიკორა XL-ში შეძლებს შეძენას.


2021 წელს ქართული ბაზრის ათვისებას დავუთმობთ. გამომდინარე იქიდან, რომ „ვეძა“ თავისთავად შეზღუდული რესურსია, ქართული ბაზრის ათვისების შემდეგ სავარაუდოდ ექსპორტს ფიზიკურად ვერ მოვემსახურებით.“ -  აღნიშნავს ირაკლი მირზიკაშვილი.


მირზიკაშვილმა“კომერსანტთან“ მინერალური წყლების ქართულ ბაზარზე  არსებულ კონკურენციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მიუხედავად  კონკურენტული ბაზრისა, კვლევები აჩვენებს, რომ მოთხოვნა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მიწოდება ან არსებული მინერალური წყალი. შესაბამისად „ვეძას“ წყალი მომხმარებელს  უფრო მრავალფეროვანი არჩევანის  შესაძლებობას მისცემს.


„ვეძას“ საწარმო კახეთში, ყვარელში მდებარეობს და ის მირზიკაშვილების ოჯახის პირდი სახსრებით აშენდა, ირაკლი მირზიკაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახს ბიზნესის დაწყებისას არანაირი სახელმწიფო პროგრამით და გრანტით არ უსარგებლია.



 „ვეძას“ ბოთლის დიზაინზე ახალგაზრდა დიზაინერმა დათო თაბორიძემ იმუშავა. კომპანიაში დაახლოებით 15 ადამიანია დასაქმებული


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მირზიკაშვილის განმარტებით პირველ რიგში, კომპანიის მიზანი „ვეძის“ არსებული რესურსის ქართული ბაზრისთვის სრულად მიწოდებაა, ხოლო გრძელ ვადაში არაგაზირებული წყლისა და სხვადასხვა სასარგებლო მინერალური სასმელის წარმოება იგეგმება.




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up