კვლევა: თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია

კვლევა: თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია

access_time2019-05-09 15:00:36

"თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია", - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ, თემატური მოკვლევის შედეგებშია ნათქვამი, რომელიც თბილისში ჰაერის მდგომარეობას ასახავს.


ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყარო "ყვითელი ავტობუსებია", რომელთა ძირითადი ნაწილი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.


"ყვითელი ავტობუსების" ძირითადი ნაწილი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა. ამდენად, ჩანაცვლების შემდეგ ეს უვარგისი ავტობუსები მოხმარებიდან უნდა ამოიღონ. ქვეყნის სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ამძიმებს ავტოპარკის ყოველწლიური ზრდის დინამიკა და მოძველებული ავტომანქანების დიდი რაოდენობა. ავტოპარკის 46% ოც წელზე ძველია, ხოლო 10 წელზე ძველი ავტოპარკის რაოდენობა 9%-ზე მეტია", - ნათქვამია დოკუმენტში.


ამასთან, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ავტომობილების სავალდებულო შემოწმების სახელმწიფო კონტროლის სისტემა და მექანიზმები შედარებით სუსტია და შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს.


გარდა ამისა, დოკუმენტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალ ინიციატივებზეცაა საუაბარი, მათ შორის:



"თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს;


ერთ ოჯახში 3 და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა დამატებითი მოსაკრებლით განისაზღვროს;


შემუშავდეს შეღავათების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წაახალისებს სტუდენტების მიერ ველოსიპედებისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებასა და ფეხით სიარულს;


თბილისის ძველ უბნებში (მაგალითად, სოლოლაკი), რომელიც გამოირჩევა ინტენსიური დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით, თან ტურისტულად მიმზიდველია, აიკრძალოს ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.


ქალაქის ცენტრი ერთ-ერთი მძიმედ დაბინძურებული ადგილია. თბილისის მერიამ განიხილოს იმის შესაძლებლობა, რომ შოთა რუსთაველის გამზირი კვირაში ერთხელ (მაგალითად, კვირა დღეს) დაიკეტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის და გაიხსნას მხოლოდ ქვეითთათვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის შესაძლებელია გამზირზე არსებული 6 საავტომობილო ხაზიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებდეს", – ნათქვამია კვლევაში.


როგორც BM.GE-ს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განუცხადა, აღნიშნული ინიციატივები მოკვლევის ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებისგან ჩამოყალიბდა.


ცნობისთვის: თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა, რომელიც 14 დეპუტატისგან შედგება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციური ფრაქციებიდან. ჯგუფის წევრები არიან: კახა კუჭავა, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი ხატიძე, ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე, დავით სონღულაშვილი, გუგული მაღრაძე, ემზარ კვიციანი, მამუკა მდინარაძე, ლევანი კობერიძე, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე და ელენე ხოშტარია.


BMG





27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია
access_time2020-11-27 18:00:38
ცვლილებები საქართველოს საგასახადო კოდექსში - რას მოიცავს დღგ-ს რეფორმა და რამდენად გამარტივდება პროცედურები. რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია საუბრობს. „კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, ორი წელია უკვე გვესმის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეჟიმის შესახებ. წინა ნაწილში საუბარი იყო ნაწილობრივი დაბრუნების შესახებ, ახლა კი სრულ დაბრუნებაზეა საუბარი. წესით მთლიანად დეფინიცია - დამატებითი...

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება
access_time2020-11-27 14:45:22
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31...


მსგავსი სიახლეები

up