კვლევა:  თბილისელთა 89% თვლის, რომ ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო უნდა იყოს

კვლევა: თბილისელთა 89% თვლის, რომ ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო უნდა იყოს

access_time2018-10-04 15:30:42

ბოლო დროს ქართულ სოციალურ სივრცეში აქტუალური გახდა ავტომობილების მიერ გარემოს დაბინძურების პრობლემები და ამასთან, ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების სისტემის დანერგვას აპირებს, რათა ხელი შეუწყოს მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.



“ეისითი” დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობა.



კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 10-დან 9 თბილისის მაცხოვრებელი (89%) თვლის, რომ ავტომობილის ტექ. დათვალიერება უნდა იყოს სავალდებულო. მონაცემების სქესის ჭრილში გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ ქალების უფრო დიდ ნაწილს მიაჩნია რომ ტექ. დათვალიერება სავალდებულო უნდა იყოს (94%), ვიდრე კაცებისას (83%).








თბილისელების 73% თვლის, რომ გარკვეული ასაკის ავტომობილების ექსპლუატაცია უნდა აიკრძალოს. აღსანიშნავია, რომ თბილისში მაცხოვრებელი ქალების 81% თვლის ასე, ხოლო კაცების მხოლოდ 63%.



თბილისის მოსახლეობას ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული აზრი აქვთ იმის შესახებ, თუ რომელი წლიდან გამოშვებული ავტომობილების ექპლუატაცია უნდა იყოს დასაშვები, თუმცა მოქალაქეთა თითქმის ნახევარი (41%) თანხმდება, რომ 2000 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია უნდა აიკრძალოს. აღსანიშნავია, რომ 10%-ს აზრით, მხოლოდ 2005 წლის შემდეგ ნაწარმოები ავტომობილები უნდა იყოს დასაშვები.



გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.









შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს
access_time2019-05-19 21:53:45
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხობს დავის მედიატორის მიმართვას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულებთან მოლაპარაკება აწარმოოს.   „2019 წლის 18 მაისს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო...

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...


მსგავსი სიახლეები

up