კვლევა: ქალები სითბოში  უფრო კარგად მუშაობენ, ვიდრე კაცები

კვლევა: ქალები სითბოში უფრო კარგად მუშაობენ, ვიდრე კაცები

access_time2019-05-24 23:15:55

„სავარაუდოდ მომავალში ქალებსა და კაცებს შორის კამათი თემაზე, როგორი უნდა იყოს ოფისში ჰაერის ტემპერატურა, კიდევ უფრო მძიმე გახდება, რადგან როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, შენობაში ტემპერატურა არა მხოლოდ ჩვენს მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, არამედ შრომისუნარიანობაზეც, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წერს.

 

გერმანელმა მკვლევრებმა 542 სტუდენტს, რომელთა 40% მდედრობითი სქესის იყო, 3 ტიპის დავალების შესრულება სთხოვეს: მარტივი არითმეტიკული ამოცანების ამოხსნა, შარადები, რომლებშიც ასოებისგან სიტყვები უნდა აეწყოთ და ანალიტიკული ამოცანები. სპეციალისტები თითოელი ტიპის ამოცანასთან ერთად ოთახში ტემპერატურას 16-დან 33 გრადუსამდე ზრდიდნენ.

 

„არითმეტიკული ამოცანებისა და შარადების ამოხსნისას ქალების შედეგები ტემპერატურის მატებასთან ერთად უმჯობესდებოდა, კაცების შემთხვევაში კი, პირიქით, უარესდებოდა. ანალიტიკური დავალებების შესრულებისას შედეგები უცვლელი რჩებოდა. კაცები უმრავლეს შემთხვევაში მათ უკეთესად ასრულებდნენ. არითმეტიკული ამოცანების ამოხსნისას კაცებს ასევე კარგი შედეგები ჰქონდათ, თუმცა ტემპერატურის მატების შემდეგ მათ ქალები ასწრებდნენ. იმ დროს, როცა კაცების შრომისუნარიანობა ვარდებოდა, ქალები 33 გრადუსის შემთხვევაში მათ შედეგებს უთანაბრდებოდნენ, - წერია სტატიაში.


 

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ქალებისა და კაცების შრომისუნარიანობის მართვა შესაძლებელია, თუ ყურადღებას მივაქცევთ შენობაში ჰაერის ტემპერატურას.

 

მეცნიერების თქმით, ასეთი განსხვავების მიზეზი შესაძალოა ნივთიერებათა ცვლა იყოს: კაცებში ბიოქიმიური პროცესები ორგანიზმში უფრო სწრაფია, ვიდრე ქალებში.


imedinews.ge





მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up