კვლევა - საქართველოში ახალგაზრდების 62%–ი ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული

კვლევა - საქართველოში ახალგაზრდების 62%–ი ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული

access_time2017-01-25 18:30:15

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების უმრავლესობა, 62% ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული. ამის შესაახებ ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევაში „თაობა გარდამავალ პერიოდში'' არის ნათქვამი. კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 27% პროცენტისთვის შემოსავლის წყაროს პირადი ანაზღაურება წარმოადგენს, მათ შორის ხელფასი. კვლევაში მონაწილეთა 14% აცხადებს, რომ მას პარტნიორი (მეუღლე, პარტნიორი გოგო/ბიჭი) არჩენს. გამოკითხული ახალგაზრდების 8% აცხადებს, რომ მათ ფინანსურ შემოსავალას მშობლებისგან ან ნათესავებისგან მიღებული თანხა წარმოადგენს. 7%-ის თქმით, მისი შემოსავალი ოჯახის პენსიაა.

 

კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების ხარჯების დიდი ნაწილი მიმდინარე კრედიტების დაფარვაზე მოდის.

 

"ახალგაზრდების 20% მიმდინარე კრედიტს იხდის, რომლის საშუალო თვიური ხარჯი 190 ლარს შეადგენს. ასეთი ხარჯები განსაკუთრებით მაღალია თბილისის გარდა, სხვა ქალაქებში მცხოვრები რესპონდენტებისთვის. სიდიდით მეორე ხარჯი - საშუალოდ 110 ლარი თვეში მოგზაურობაზე მოდის, ხოლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად და სიგარეტისთვის ყველა კატეგორიის ხარჯი თვეში საშუალოდ 80 ლარია. ახალგაზრდები გართობაზე თვეში საშუალოდ 60 ლარს ხარჯავენ და ეს ხარჯი მოიცავს, როგორც კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას, ასევე მეგობრების შეკრებებსაც, ხოლო მათი ყოველდღიური გადაადგილების სატრანსპორტო ხარჯი თვეში დაახლოებით 55 ლარია. სახლის გარეთ

კვება თვეში საშუალოდ 42 ლარს შეადგენს. წიგნების შესაძენად, მობილურისა და სილამაზის სალონის ხარჯებისთვის ახალგაზრდები თავიანთი ბიუჯეტის ყველაზე მცირე წილს ხარჯავენ", - ნათქვამია კვლევაში.

 

კვლევის მიხედვით, შედარებით მაღალი შემოსავლიდან გამომდინარე, ტრანსპორტზე, გართობაზე, გარეთ ჭამასა და სიგარეტზე ახალგაზრდა მამაკაცები უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე ქალები.

 

"ერთადერთი ხარჯი, რომელიც ახალგაზრდა ქალებისთვის უფრო მაღალია, ვიდრე ამავე ასაკის მამაკაცებისთვის, სილამაზის სალონის ხარჯებია. დასაქმებულ ახალგაზრდებს უფრო მაღალი დანახარჯები აქვთ. ხარჯების მოცულობა ასევე მაღალია მონაწილეებისთვის, რომლებიც მაღალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან. ხარჯები ასევე იზრდება ასაკთან ერთად", - ნათქვამია კვლევაში "თაობა გარდამავ პერიოდში".

 

კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 70% თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მშობლებზე დამოკიდებულების ხარისხი, ასაკის ზრდასთან ერთად იკლებს. 14-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ახალგაზრდების 90% ცხოვრობს მშობლებთან ერთად. საშუალო ასაკობრივ კატეგორიაში (19- 24 წელი), ეს მაჩვენებელი 67%-ია, ხოლო 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში რესპონდენტების მხოლოდ 52% ცხოვრობს მშობლებთან ერთად.

 

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ კვლევა "თაობა გარდამავალ პერიოდში" 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში ჩატარდა. იგი ქვეყნის მასშტაბით 14-29 წლის ახალგაზრდებს მოიცავს.

 

 

bpn.ge



Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე
access_time2020-04-07 12:25:48
ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე. მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის...

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე
access_time2020-04-07 10:00:59
„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება ბიზნესს და ეკონომიკას იმიტომ, რომ პოსტკრიზისულ სიტუაციაში, როგორც წესი ნაღდი ფულის ნაკლებობაა.  ბაზრები შემცირებულია და დიდი ალბათობით რეცესია იქნება. იმედია, რომ დიდი ეკონომიკური კრიზისი არ გველოდება.“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“  სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესებისთვის სესხის გადაზღვევის ინიციატივის შეფასებისას...


მსგავსი სიახლეები

up