კვლევა:  როგორ აზარალებენ პოპულისტი ლიდერები ეკონომიკას?!

კვლევა: როგორ აზარალებენ პოპულისტი ლიდერები ეკონომიკას?!

access_time2020-12-06 19:00:17

პოპულისტი-ლიდერები თავიანთი ქვეყნების ეკონომიკებს აზიანებენ და დაპირებების მიუხედავად, ღარიბი ფენების ცხოვრების გაუმჯობესებას ვერ ახერხებენ - ასეთია ლონდონელი ეკონომისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

 

მათ 60 ქვეყანაში სხვადასხვა წლებში მოქმედი 1458 მსოფლიო ლიდერის საქმიანობა შეისწავლეს და 72 შემთხვევა დაადგინეს, როდესაც ქვეყნებს პოპულისტი ლიდერები ხელმძღვანელობდნენ.

 

2018 წლის მონაცემებით, პოპულისტები - როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე - ხელისუფლებაში 16 ქვეყანაში იყვნენ, მათ შორის - ბულგარეთში, ისრაელში, ფილიპინებში, თურქეთში, სლოვაკეთში, ვენესუელასა და ინდოეთში.

 

მსოფლიოში ყველაზე პოპულისტური ქვეყანაა არგენტინაა, სადაც 1918 წლიდან დროის 39% ხელისუფლებაში პოპულისტები იყვნენ, ევროპაში კი - იტალია (29%).

 

როგორც წესი, პოპულისტები  ხელისუფლებაში ეკონომიკური ვარდნის პერიოდებში მოდიან - როგორ ნესტორ კირშნერი არგენტინაში და რეჯეპ ერდოგანი თურქეთში.

ზოგადად პოპულიზმის 2 სახეობა არსებებს - უფრო გავრცელებული მემარცხენე, რომელიც მოსახლეობას შეღავათებს და სოციალურ სამართლიანობას ჰპირდება..  და მემარჯვენე, რომელსაც ამასთან ერთად ნაციონალიზმი, მიგრაციის წინაამღდეგ ბრძოლა და წესრიგის დამყარების დაპირება ემატება.

პოპულისტ-პოლიტიკოსებს გამაერთიანებელი თვისებები აქვთ.

 

პირველია პროტექციონიზმი და იმპორტის გაძვირება, მეორე საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი ზრდა, მესამე  - ძალაუფლების გაძლიერება და უფლებამოსილებების ზრდა, რაც შეკავების და ბალანსის სისტემას აზიანებს.


 

განსაკუთრებით დიდი ზარალი პოპულისტებს ეკონომიკისთვის მოაქვთ. კვლევის თანახმად, 30 ქვეყანაში, სადაც 15 წლის მანძილზე ზედიზედ ხელისუფლებაში პოპულისტები იყვნენ, მშპ-ს ზრდა 10%-ით ნაკლები იყო, იმ პერიოდებთან შედარებით, როდესაც მმართველობა არაპოპულისტების ხელში იყო.

 

მკვლევარებმა ასევე შექმნეს მოდელი, რომელიც აჩვენებს, როგორი იქნებოდა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომ არა პოპულისტები ხელისუფლებაში. აღმოჩნდა, რომ არაპოპულისტების მმართველობის შემთხვევაში მათი ეკონომიკური ზრდა 10-15%-ით მაღალი იქნებოდა.

 

ზოგიერთ შემთხვევაში პოპულისტების მმართველობის პირველი წლები შედარებით წარმატებული იყო, თუმცა, საბოლოოდ, ღრმა სტაგნაციას ვერც ერთი ვერ ასცდა.

 

კვლევის ავტორთა დასკვნით, ამ ტიპის ხელისუფლებების ხელში ქვეყნების უკუსვლა შემთხვევითი არაა. არის რამდენიმე გამონაკლისები, როდესაც მათი ყოფნა სათავეში ეკონომიკაზე არ აისახა - მაგალითად, უნგრეთი და ისრაელი, თუმცა, ასეთები მხოლოდ ერთეულებია.

 

მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს რამდენად წარმატებულები არიან პოპულისტები იმაში, რაც მათი ძირითად დაპირებაა - უთანასწორობის შემცირება და სახელმწიფო თანხების უკეთესი განაწილება.

 

ამისთვის მათ გამოიკვლიეს სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. „ჯინის კოეფიციენტის“ ცვლილებები - სწორედ ეს კოეფიციენტია საზოგადოების სხვადასხვა ფენებში უთანასწორობის დონის ძირითადი საზომი.

 

აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული წარმატებით პოპულისტები არც ამ კუთხით გამოირჩევიან - როგორც წესი მემარჯვენე პოპულისტების ხელისუფლების პირობებში უთანასწორობა ცოტათი იზრდება კიდეც, ხოლო მემარცხენე - უმნიშვნელოდ მცირდება.

 

საბოლოო ჯამში, მკვლევარების  დასკვნა ისაა, რომ პოპულიზმის მთავარი სისუსტეა

არა დამატებითი დოვლათის შექმნაზე ფიქრი, არამედ უკვე არსებულის განაწილებაზე ორიენტირება. ეს კი კორუფციის მრავალნაირ წყაროს ქმნის, ეკონომიკის ზრდას აფეხებს, და საბოლოოდ სტაგნაციით სრულდება.

 

Rbc.ru


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
პოპულიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up