კვლავაც სისტემა აგებულია მორჩილებაზე და არა მომავლის ხედვაზე - გია ხუხაშვილი

კვლავაც სისტემა აგებულია მორჩილებაზე და არა მომავლის ხედვაზე - გია ხუხაშვილი

access_time2020-07-20 16:00:11

 „ადრე იყო ასეთი რუბრიკა - „ესენი ვინ არიან?“ - ანუ პოლიტიკოსებში 3-4 გვარის გარდა არავინ არავის არაფერს ეუბნება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინი ათეულობით წლების მანძილზე პოლიტიკოსებად იწოდებოდნენ, - ასე აფასებს პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დღეს წარდგენილი კანდიდატების სიას.


მმართველმა გუნდმა დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია წამოიწყო და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კოჯორში “ბიოლის” კომპლექსში ღონისძიების გამხსნელი სიტყვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარმოთქვა.  მაჟორიტარები ქართულმა ოცნებამ 30-ვე ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა, აქედან 8 თბილისში, 22 კი რეგიონებში.


გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის უცვლელ პრინციპებსა და მორჩილების უცვლელ პოლიტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ორიენტირი წელსაც არა პოლიტიკურ აქტივობასა და მომავლის ხედვაზეა აღებული, არამედ ბიძინა ივანიშვილის რესურსებსა და ავტორიტეტზე.


„არაფერი იცვლება მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების რაოდენობა შემცირდა. კანდიდატების რაოდენობის შემცირება კარგია,  ისტორიული მონაპოვარია იმიტომ, რომ საკმაოდ მანკიერი სახე აქვს უკვე მიღებული. მაგრამ  მათი „ფედერაციის“  ალგორითმი არ იცვლება, ისევ მორჩილებაზეა აგებული და არა იმ კრიტერიუმებზე, რასაც აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, მომავალზე ორიენტირებულობა და პროფესიონალიზმი ჰქვია. ეს სისტემა აგებულია მორჩილებაზე, გარკვეულ რესურსებზე და წარმოდგენილია ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიოდნენ მთელი ცხოვრება.  რეალურად „ოცნება“ ისეა სტრუქტურირებული, რომ იქ ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილის რესურსები და გახარიას ავტორიტეტი, ეს გაამრავლეთ 30-ზე და ეგ არის. აქ პიროვნებები არაფერს არ წყვეტენ.  



არცერთ კანდიდატს კონკრეტულად არ განვიხილავ, მაგრამ დავით სერგეენკო შედარებით უკეთესად გამოიყურება, თუმცა სასაცილოა, რომ სერგეენკოს როდესმე რომელიმე განზომილებაში საკუთარი რესურსებით რამე პოლიტიკური შედეგის მოტანა შეუძლია. ის გაუგებრობაში იყო პოლიტიკაში ყოფნისას, წვალობდა და ბოლო ბოლო დაიხსნა თავი, მაგრამ როგორც ჩანს ვერ,“ - განმარტა გია ხუხაშვილმა.


განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, დედაქალაქში 8 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები 8 მაჟორიტარ კანდიდატს დაასახელენ.2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up