"კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების" - ყოფილი პრემიერის თანამდებობა, სავარაუდოდ, მარიხუანის ლეგალიზების შესახებ მის პოზიციას შეეწირა

access_time2018-09-22 21:08:00

ყოფილი პრემიერმინისტრის თანამდებობა, სავარაუდოდ, მარიხუანის ლეგალიზების შესახებ მის პოზიციას შეეწირა. გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანის ლეგალიზაციას ეწინააღმდეგებოდა.


ქართული ოცნებიდან წყარო კურიერს უყვება, რომ მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე ოცნებაში საუბარი, დაახლებით, ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, ამდენი ხნის განმავლობაში, სკანდალური კანონპროექტის მუხრუჭი ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, იყო.


გიორგი კვირიკაშვილი რომ კონკრეტული კანონების მუხრუჭი გახდა, ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ, მას შემდეგ გაიხსენა, რაც საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში კანაფის კულტივაციისა და მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტები შევიდა.


„ის არ უჭერდა მხარს და იძახდა, რომ მისი პრემიერობის პერიოდში ნამდვილად არ მოხდებოდა ამ კანონის მიღება. პრინციპში, კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.



გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა 14 ივნისს დატოვა, ბერა ივანიშვილის სიმღერა ”ლეგალაიზის" გამოსვლიდან ზუსტად ერთ თვეში. მაშინ მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციაზე საუბარი არც იყო, თუმცა, პრემიერის წასვლიდან მალევე პროცესი დაიწყო.


კვირიკაშვილის წასვლასთან ერთად პარლამენტმა თაროზე შემოდო კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას უკავშირდება.


დეპუტატი ლევან კობერიძე იხსენებს, რომ ყოფილი პრემიერი ნარკოტიკებთან მიმართებაში სწორედ დეკრიმინალიზაციას უჭერდა მხარს.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კვირიკაშვილის მოხსნის ერთ-ერთი მიზეზი მის მიერ ნარკოტიკის ლეგალიზაციისთვის გაწეული წინააღმდეგობა გახდა.


მარიხუანის ლეგალიზების აქტიური მოწინააღმდეგე პრემიერ-მინისტრი სახლშია. გადაჰყვა თუ არა მის ხისტ პოზიციას მთავრობის ხელძღვანელის პორტფელი, ამ საკითხზე ყოფილი პრემიერი თანამდებობიდან წასვლის 4 თვის თავზეც დუმს.

რუსთავი 2





საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up