იტალიურმა და ფრანგულმა ენერგოკომპანიებმა Eni და Total, რომლებიც ერთობლივად აწარმოებდნენ ბუნებრივი გაზის დაზვერვას, კვიპროსის შელფზე ცისფერი საწვავის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსის ტელერადიო კორპორაცია ავრცელებს (RIK).
ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება დამატებითი კვლევების დასრულების შემდეგ გაკეთდება. ასევე აღინიშნება, რომ ახალი საბადოს გვერდით შესაძლოა კიდევ სხვა მარაგებიც აღმოჩნდეს.
აღმოჩენილი საბადოს სავარაუდო მოცულობაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.