კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისმა საზოგადოების აღშფოთება გაითვალისწინა და სახელმწიფო მოხელეებს ძვირად ღირებული მანქანების უფასო გამოყენება აუკრძალა. კვიპროსის მთავრობის განცხადებას სააგენტო AR ავრცელებს.
პრეზიდენტმა სახაზინო დეპარტამენტს უბრძანა, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლითაც მთავრობის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობების მიღმა, მათ შორის, საოჯახო მოგზაურობისა და შოპინგისთვის მანქანების გამოყენების უფლება მიეცათ. მოხელეთა პირადი სარგებლობისთვის მანქანების გამოყენების გადაწყვეტილება მთავრობამ პროფკავშირთან შეთანხმების შემდეგ მიიღო. ეს პრივილეგია 2013 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, საბიუჯეტო „ქამრების მოჭერის“ გამო გაუქმდა და ეტაპობრივად უნდა აღმდგარიყო.
გადაწყვეტილებამ გენერალური აუდიტორი, ოდისეას მიხაელიდისი აღაშფოთა, რომელიც მთავრობის თანამშრომლების მიერ „სამთავრობო ლიმუზინის ოჯახური მოგზაურობისთვის“ გამოყენებას სკანდალურად მიიჩნევს.
„თუ გვსურს, გვქონდეს ჯანსაღი საჯარო სამსახური და ჯანსაღი სახელმწიფო, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმ აზროვნებას, რომ საჯარო მოხელეები მოქალაქეების მოსამსახურეები კი არა, ტვირთია,“ - აცხადებს ოდისეას მიხაელიდისი.
BPN.GE