კვიპროსისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

კვიპროსისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

access_time2019-04-17 19:45:35

კვიპროსისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების ასამოქმედებლად შესაბამისი ინსტიტუციები იმუშავებენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაჟურნალისტებთან ვიზიტის შეფასების დროს კოლეგა მინისტრის სტუმრობას საქართველოში ისტორიული უწოდა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში.


„კვიპროსელ და ქართველ ხალხს აკავშირებს როგორც ისტორიული წარსული და კულტურული კავშირები, ასევე აერთიანებს ევროპული ფასეულობები და საერთაშორისო სამართლის უნივერსალური პრინციპების პატივისცემა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემა. ჩვენი ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება. ჩვენი მიზანია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ბიზნეს-ფორუმი, რომელიც ხვალ თბილისში გაიმართება“, - განაცხადა ზალკალიანმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ასოციაცია და საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.


„მისასალმებელია პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისის მიმართულებით. შესაბამისი ინსტიტუციები გააგრძელებენ მუშაობას, რათა დედაქალაქებს შორისაც ამოქმედდეს პირდაპირი ფრენები"-განაცხადა დავით ზალკალიანმა.


მინისტრის თქმით, კვიპროსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია და მას ეს არაერთხელ გამოუხატავს.„ჩემს კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერე რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის ჯანდაცვისა და მედიცინის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.



საქართველო-კვიპროსის ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს. დიდია კვიპროსის სიძველეთა დეპარტამენტის წვლილი კვიპროსის დაბა ღალიის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის სახელობის ქართული მონასტრის აღმოჩენის საქმეში. 2015 წელს თბილისში გაიმართა ღალიის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა. კვიპროსის ტერიტორიაზე ახალი ქართული კერების გამოსავლენად არქეოლოგიური პროექტები მიმდინარეობს ალამინოსსა და სოფტადესში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დახმარება ქართული საკვირაო სკოლების საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსასყიდლოდ განთავსების საქმეში. საქართველოს საელჩოს ძალისხმევით სკოლები ფუნქციონირებს ნიქოზიაში, ლიმასოლში და უპრეცედენტოა ამ დროისათვის მოსწავლეების რაოდენობა.


საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.


კვიპროსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია და მას ეს არაერთხელ გამოუხატავს. კვიპროსის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამ მხარდაჭერისა და სოლიდარობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. ცოტა ხნის წინ ეს მხარდაჭერა კვიპროსის მმართველი პარტიის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც აისახა.​ მინისტრთან ერთად ჩვენ განვიხილეთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის გზები",-განაცხადა ზალკალიანმა.


საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან კოლეგა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


დავით ზალკალიანმა კვიპროსელ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩართულობისთვის.


მინისტრი იმედოვნებს, რომ კვიპროსის სახელმწიფოს მეთაურის და მასთან ერთად მისი კოლეგის, კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფურცელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ისტორიაში.


კვიპროსის დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია და დღეს დილიდან მაღალი დონის შეხვედრები მიმდინარეობს. კვიპროსის დელეგაცია ქვეყანას ხვალ დატოვებს.


BPN





რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...

პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“

 პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“
access_time2019-05-22 16:30:15
“სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად. ამისათვის საქართველოში შესაბამისი ტექნიკაც არსებობს და ისეთი ადგილებიც, სადაც თავისუფლად შეიძლება მათი გადარგვა. დაცული ხეების მოჭრა უკიდურესი მდგომარეობაა. ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი, მათ შორის რა მდგომარეობაშია ხე. ვერ ვხვდები ამ საქმესთან რა შუაშია პრემიერი. ჯერ სპეციალისტებს დასკვნა უნდა დაეწერათ, რომ ამ ხეების გადარგვა არ შეიძლება და იგი უნდა...

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის
access_time2019-05-22 11:48:30
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის ხედვას დეველოპერები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები უკვე იცნობენ და ეთანხმებიან კიდეც. რამდენიმე დღეში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში  სამშენებლო მიმართულებით გარკვეული რეგულაციები შემოდის. ძველი თბილისის არეალი,...

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...

კომპანია „სისტრა“- დედაქალაქის 30 პროცენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება

კომპანია „სისტრა“- დედაქალაქის 30 პროცენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება
access_time2019-05-22 11:00:18
ფრანგული კომპანია „სისტრა“ რამდენიმე კვირაში დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის კვლევას დაასრულებს. ამის შესახებ კომერსანტს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ,  დედაქალაქის 30 პროცენტი დაფარვის ზონის გარეშეა, რაც რეალურად დიდ პრობლემას ქმნის.   „კომპანია „სისტრას“ კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი დაფარვის ზონები....


მსგავსი სიახლეები

up