კვიპროსის ისტორიაში პირველი კრემატორიუმი 2024 წელს აშენდება. ამის შესახებ გაზეთი Cyprus Mail იტყობინება. გამოცემის წყარომ აღნიშა, რომ კვიპროსის გარემოს დაცვის დეპარტამენტმა დაამტკიცა განაცხადი კრემატორიუმის ობიექტის მშენებლობის შესახებ. განხორციელების ვადა 18-დან 24 თვემდეა განსაზღვრული, მისი სავარაუდო ღირებულება კი 2,2 მილიონი ევროა.
კრემატორიუმის ასაშენებლად სარიტუალო დარბაზით, რომელიც იტევს 70-მდე ვიზიტორს და მოიცავს გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონიების ჩატარებას, ადგილი გამოყოფილი იქნება პაფოსის პროვინციის სოფელ აია ვარვარაში.
2016 წელს კუნძულის პარლამენტმა მიიღო კანონი მიცვალებულთა კრემაციის შესახებ, რასაც კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მხარს უჭერდა კვიპროსის მწვანეთა პარტია. თუმცა, ბოლო რვა წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა ამ აქტის განსახორციელებლად. შედეგად, კვიპროსი მალტასთან ერთად რჩება ევროკავშირის ერთადერთ ქვეყნად, სადაც ჯერ კიდევ არ არის კრემატორიები.