კვიპროსის ახალი შესაძლებლობა - გახდება თუ არა კვიპროსი მეორე მონაკო?

კვიპროსის ახალი შესაძლებლობა - გახდება თუ არა კვიპროსი მეორე მონაკო?

access_time2017-02-25 19:00:48

ვიდრე ევროპის დიდი სახელმწიფოები ებრძვიან ეკონომიკურ დეპრესიას, კვიპროსმა 4 წლის განმავლობაში გადალახა საბანკო დეფოლტის შედეგები და ამჟამად დაისახა ამბიციური ამოცანა - გახდეს მიმზიდველი მდიდარი კერძო ინვესტორებისთვის. ფაქტობრივად, კვიპროსი დღეს იმყოფება იმ გზის დასაწყისში, რომელიც თავის დროზე გაიარა მონაკომ.

 

საცხოვრებელი ადგილის არჩევის დროს მდიდარი ბიზნესმებები ყურადღებას რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს აქცევენ - დაბალ გადასახადებს, აქტივების დაცვას და ცხოვრების წესს. პარამეტრების უმეტესობით კი, კვიპროსი უკვე უახლოვდება მონაკოს და ეს უკვე სერიოზულ განაცხადია მილიონერებისთვის ბრძოლაში.

 

მაშ, რაზე დებს ფსონს კვირპოსი და რით შეუძლია მას მონაკოსთვის კონკურენციის გაწევა?

 

მონაკოს სამეფოს უდავო უპირატესობაა საშემოსავლო გადასახადის არარსებობა (მემკვიდრეობაზე გადასახადის გარდა). მას არც კვიპროსი ჩამორჩება. იმის მიუხედავად, რომ კუნძული ისედაც ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საგადასახადო თავშესაფარად, ის მაინც განაგრძობს თავისი საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას.

 

ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ კვიპროსის რეზიდენტებს ეძლევათ უფლება გადასახადების გარეშე მიიღონ მოგება დივიდენდების ან პროცენტების სახით. საგადასახადო რეზიდენტის სტატუსის მისაღებად საკმარისია წელიწადში ჯამურად 6 თვის გატარება ქვეყანაში.

 

სტატუსი non-domiciled მიღება შეუძლია თითქმის ნებისმიერ უცხოელს, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში იცხოვრა კვიპროსზე 17 წელი და რომელსაც არ გააჩნია კვიპროსული წარმოშობა.

 

ეს გამოდის ძალიან კარგი ვარიანტი „პასიური შემოსავლის" მქონე მდიდარი ევროპელი პენსიონერებისთვის.

 


ასეთი რეჟიმის შემოღებით კვიპროსი მიუახლოვდა ბრიტანეთს, სადაც რეზიდენტები არ იხდიან გადასახადებს უცხოეთში მიღებული შემოსავლებისგან. კვიპროსული ვარიანტი შედარებით შეზღუდულია, რადგანაც ვრცელდება მხოლოდ გარკვეული სახის გადსახადებზე, თუმცა ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ ეს წესი ნელა-ნელა შეიცვლება გადასახადის გადამხდელთა სასარგებლოდ.

 

იურიდიული დაცვის საკითხებში კვიპროსი ასევე უწევს კონკურენციას ინგლისს და უგებს მონაკოს. კუნძულზე მოქმედებს ინგლისური სამართალი, რომელიც თავიცი ელასტიურობის წყალობით უზრუნველყოფს აქტივების დაცვის მაღალ ხარისხს.

 

მონაკოში კი მოქმედებს კონტინენტალური სამართალი - გაცილებით ნაკლებად სრულყოფილი და უფრო ხისტი, რაც ნაკლებად ეფექტურია ინვესტორების აქტივების დაცვისთვის.

 

კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხი - ცხოვრების წესია, ანუ ის, რამაც შეიძლება მისცეს უცხოელს სტიმული გადავიდეს უბრალოდ ტურისტების სტატუსიდან ინვესტორის კატეგორიაში.

 

აქაც კვიპროსი ეჯიბრება მონაკოს და მუდმივად ავითარებს სხვადასხვა პროექტებს - პირველ რიგში ესაა პრემიუმ-კლასის უნიკალური საცხოვრებელი ფართი. სანაპიროზე 15 ახალი ცატაბჯენი, ვილები Limassol Marina საკუთარი ნავმისადგომით (ფასი მერყეობს 2-დან 7 მლნ. ევრომდე), მშენებარე ბიზნეს-ცენტრი Oval - ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, რომელიც ცხადყოფს, რომ დეველოპმენტი კვიპროსზე სწრაფი ტემპებით ვითარდება.

 


უძრაც ქონებაზე ფასები ყოველწლიურად 10-20%-ით მატულობს, უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენის მაჩვენებელი კი ყოველწლიურად 40%-ით იზრდება. ამ ტემპებით კვიპროსს აქვს შანსი გახდეს ინვესტიციების ცენტრი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში სულ რაღაც 3-5 წელიწადში.

 

კიდევ ერთი ნაბიჯი მონაკოს გზაზე - სათამაშო და გასართობი ინდუსტრიის განვითარება, რითიც კვიპროსი ტურისტების მოზიდვაში სერიოზულ კონკურენციას გაუწევს მონაკოს. ამბიციური პროექტი დამტკიცდა 2015 წელს და უკვე მიიქცია მსხვილი ინვესტორების ყურადღება.

 

საყურადღებოა კვიპროსის საიმიგრაციო სტრატეგია - ეკონომიკაში (მათ შორის უძრავ ქონებაში) 2 მლნ. ევროს ჩადების შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყნის მოქალაქეობის მიღება სულ რაღაც 6-9 თვეში. ეს პროგრამა ძალიან მიმზიდველია მილიონრებისთვის ყოფილი საბჭოეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩინეთიდან. შესაძლებელია, რომ სწორედ ისინი გასაზღვრავენ ახლო მომავალში ახალი კვიპროსის იერ-სახეს.

 

ამდენად, კვიპროსი სწრაფად მიდის „უცხოელი ინვესტორის ეკონომიკის" შექმნისკენ. მთავრობის ახალი მიზანია ევროპიდან და განვითარებული ქვეყნებიდან მდიდარი ინვესტორების მოზიდვა. ამ ეტაპზე კვიპროსი წააგავს ადრინდელ მონაკოს.

 

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მონაკოც და კვიპროსიც არიან თვითმყოფადი უნიკალური ქვეყნრები. ორივეს გააჩნია თავისი გზა და საკუთარი ორიენტაცია. ევროპელი არისტოკრატები მაინც უპირატესობას ამიჭებენ მონაკოს, კვიპროსი კი - სრულიად მისაღები ვარიანტია რუსი, არაბი და ჩინელი ბიზნესმენებისთვის.

 


ავტორი: Forbes.ru

 



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up