კვიპროსი  ბინძურ ფულზე უარს ამბობს

კვიპროსი ბინძურ ფულზე უარს ამბობს

access_time2019-11-22 19:30:21

ოფიციალური სტატისტიკით, კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში, რომლის მოსახლეობაც 100 000 ადამიანს შეადგენს, ჯერ კიდევ 2012 წელს 4500-ზე მეტი რუსი ცხოვრობდა, ხოლო ექსპერტების შეფასებით, დღეს, 2019 წელს, რუსები ლიმასოლის მოსახლეობის 8-11%-ს შეადგენენ.


მათ იქ იზიდავს თბილი კლიმატი, ზღვა, გემრიელი სამზარეულო და მარტივი საიმიგრაციო სისტემა - 300 000 ევროს ღირებულების უძრავი ქონების შეძენა ავტომატურად ნიშნავს ბინანდრობის მიღებას.მათთვის ასევე მიმზიდველია იქაური საბანკო სისტემის ჭარბი ლიბერალიზმი. კვიპროსელი ბანკირები დეპოზიტებზე ნებისმიერ თანხას ზედმეტი კითხვების გარეშე იღებენ.


თუმცა, როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა ევროკავშირის უკმაყოფილებას იწვევს და კვიპროსის ფუნქცია, როგორც მოპარული ფულის შენახვის საუკეთესი ადგილის, ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის.რამდენიმე წლის წინ კვიპროსი ევროპაში ფული უმსხვილეს სამრეცხაოდ ითვლებოდა, სადაც შეიძლებოდა ნებისმიერი წარმომავლობის კაპიტალების დამალვა. 2012 წელს ამუშავებულმა საინვესტიციო პროგრამამ მიიზიდა საეჭვო რეპუტაციის მქონე ბიზნესმენები, პირველ რიგში რუსეთიდან.


2018 წლიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა - ადგილობრივმა ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო ბრძოლა ოფშორული კომპანიების წინაამღდეგ, შემდეგ კი ქვეყნის ხელისუფლებაm არ გამორიცხა საინვესტიციო პროგრამის გაუქმება.


2019 წელს კვიპროსმა შეიტანა განაცხადი შენგენის ზონაში შესვლაზე. პარალელურად დაიწყო საინვესტიციო პროგრამის პირობების გამკაცრება. მეტიც, მოხვდა უპრეცედენტო რამ - მთავრობამ გააუქმა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გაცემული 26 პასპორტი, მათ შორის - 9 რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდა.ამან პოტენციური ინვესტორები შეაშინა. 2019 წლის სექტემბრიდან კვიპროსის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა 2017 წლის დონემდე შემცირდა.


2019 წლის 15 მაისიდან ძალაში შევიდა „ოქროს პასპორტების“ მიღების განახლებული, უფრო რთული წესები, რასაც მოჰყვა საინვესტიციო განაცხადების მკვეთრი შემცირება.


კომპანია Henley & Partners-ს ინფორმაციით, სექტემბრამდე გარიგებების მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა . ინვესტორები ბინადრობის მიღებას ძველი წესებით ცდილობდნენ. 2019 წლის იანვარ-ნოებმერში კვიპrოსში ლეგალური ცხოვრების უფლება 550 ადამიანმა მიიღო, მაშინ, როდესაც მთლიანი 2018 წლის მანძილზე ეს ციფრი 581-ს შეადგენდა.



ექსპერტების აზრით, საინვესტიციო პროგრამის შემდგომი ბედი დამოკიდებულია მთავრობის გადაწყვეტილებებზე - რამდენად მკაცრი იქნება ის საეჭვო კაპიტალების წინაამღდეგ ბრძოლაში და რამდენად შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს.


თავად კვირპოსი ამგვარ ინვესტიციებზე უარის თქმითაა დაინტერესებული. 2012 წლიდან საინვესტიციო პროგრამამ ქვეყანას 6 მლრდ. ევრო მოუტანა, რაც 600 000 -ანი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი თანხაა.ამ თანხის ნახევარი მშენებლობაში წავიდა და დეველოპერული ბიზნესის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.


ამასდადებითთან ერთად, უარყოფითი შედეგებიც მოჰყვა. დეველოპერული ბიზნესში ბევრი არაკეთილსინდისიერი მენაშენე შემოვიდა, მათ შორის ერთჯერადად შექმნილი კომპანიები. იყო შემთხვევები, როდესაც რეალტორული სააგენტოები ყიდდნენ ერთსა და იგივე ბინას ან სახლს რამდენიმე მყიდველზე და მერე უკვალოდ ქრებოდნენ.ასევე გახშირდა ახალაშენებული ბინების პატრონებისთვის ჩაბარების ვადების დარღვევა, ან ჩაბარებული ობიექტების დაბალი ხარისხი.


სამშენებლო ბუმმა მთელს ქვეყანაში, ასევე უძრავი ქონების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია. განსაკუთრებით კი „რუსულ“ ლიმასოლში. საბოლოო ჯამში, როგორც ხშირად ხდება, ამან გამოიწვია „საპნის ბუშტი“ . შედეგად, მიწოდება მოთხოვნას აღემატება.ქალაქი სავსეა სამშენებლო მოედნებით. მათი დიდი ნაწილი მრავალსართულიანი პროექტების რეალიზებას აანონსებს. სწორედ ასეთი შენობებია ყველაზე პოპულარული რუსებს შორის - მრავალსართულიანი კორპუსების ფორმატი ხომ ასე ნაცნობია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.


თუმცა, ფინანსური, საორგანიზაციო და სხვა პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია უცხო ქვეყანაში უძრავი ქონების არჩევა-შეძენასთან, 2019 წლის სექტემბრიდან გაცილებით უფრო აქტუალური გახდა სულ სხვა საკითხი - რა ბედი ელის საინვესტიციო პროგრამას და ღირს თუ არა საერთოდ ფულის ჩადება კვირპოსის უძრავ ქონებაში?ექსპერტების აზრით, უახლოეს პერიოდში კვიპროსის მთავრობა არ შეწყვეტს ბინადრობის გაცემას უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ. დღეს ამ ბაზარზე დიდი კონკურენციაა. მაგალითად, თავის პირობებს ინვესტორებს საბერძნეთი სთავაზობს.


ამ ვითარებაში ხელისუფლება პროგრამის რეაბილიტაციას, იმიჯის გაუმჯობესებას და ამ გზით შენგენის ზონაში შესვლას შეეცდება. დღევანდელი გამკაცრება სავარაუდოდ აღმოფხვრის ხარვეზებს, თუმცა, თავად პროგრამა, როგორც კვიპროსის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორი, გაგრძელდება.რა თქმა უნდა, ბინების მყიდველებს მოუწევთ მეტი პროცედურების და შემოწმებების გავლა, თუმცა, ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ქვეყნის მთავრობა ივაჭრებს ბრიუსელთან პირობების გამკაცრებასთან დაკავშირებით, თუმცა, თავად პროგრამა და უძრავი ქონების სანაცვლოდ, ევროპული პასპორტის მიღების შესაძლებლობა დარჩება.


ასე რომ, კვიპროსის უძრავი ქონების ბაზარს ჩამოშლა არ ემუქრება.


ამაზე მეტყველებს დიდი საერთაშორისო გამოცდილება .მაგალითად, კანადა 28 წლის მანძილზე ინვესტორებს ძალიან მარტივ და ხელსაყრელ პირობებს სთავაზობდა, შემდეგ გააუქმა პროგრამა და რამდენიმე წელიწადში ისევ აღადგინა,უკვე სხვა პირობებით.თუმცა, ეჭვგარეშეა ისიც, რომ ახალი შეზღუდვები შეამცირებს ინვესტორების ნაკადს, რადგანაც მათი გარკვეული ნაწილი ვერ გაივლის ვერანაირ კონტროლს ყველაზე მინიმალური კრიტერიუმებითაც კი.


კვიპროსი ცდილობს მოერგოს ევროკავშირის მკაცრს სტანდარტებს და ნელა-ნელა უარს ამბობს კონტინენტის მთავარი სამრეცხაოს როლზე.


Lenta.ru


თეგები:
კვიპროსი



3 წლიანი მუშაობის შემდეგ კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი შეცვალა

3 წლიანი მუშაობის შემდეგ კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი შეცვალა
access_time2019-12-11 11:37:00
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მუმლაძე მუშაობას მერიაში გააგრძელებს, თუმცა რა თანამდებობაზე, კალაძეს არ დაუკონკრეტებია. დღეს წარმოგიდგენთ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს. ამ პოზიციაზე მუშაობდა მამუკა მუმლაძე, რომელიც არ მიდის გუნდიდან და საკმაოდ...

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა
access_time2019-12-11 10:00:23
2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება. რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანი დასაქმდება სააგენტოში,რა მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს სააგენტო და საზოგადოების რომელი ჯგუფი იქნება პრიორიტეტი სააგენტოსთვის? საკითხზე „კომერსანტთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...


მსგავსი სიახლეები

up