კვერცხის წარმოებაში კრიზისია – რას ითხოვენ მთავრობისგან „პატარძეული“ და „პასტერი“

კვერცხის წარმოებაში კრიზისია – რას ითხოვენ მთავრობისგან „პატარძეული“ და „პასტერი“

access_time2021-10-01 13:00:22

გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა, მაღალი გადასახადები და წარმოებაში არსებული პრობლემა - ეს ის მიზეზებია, რასაც ქათმის კვერცხის მწარმოებლები პროდუქტის გაძვირების მთავარ ფაქტორებად მიიჩნევენ. ტენდენცია ბოლო წლინახევრის განმავლობაში გრძელდება. საწარმოებში საბითუმო ფასი 35-45 თეთრის ფარგლებშია, ხოლო დახლებზე კვერცხი 50-65 თეთრად იყიდება.



როგორც მეფრინველეობის ფაბრიკა ,,პატარძეულის“ დირექტორმა ოთარ მუჩიაშვილმა ,,კომერსანტს“ უთხრა, წარმოებაში კვერცხის თვითღირებულება დაახლოების 35%-ით არის გაზრდილი, რაც ფასზეც ადეკვატურად აისახება.



მეწარმე მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.



,,გლობალურ ბაზრებზე ნედლეული არნახულად გაძვირდა, განსაკუთრებით ფრინველის საკვები, რასაც ემატება გაზრდილი გადასახადი - წყალი, დენი, გაზი, ყველაფერი გაძვირებულია. სერიოზულ პრობლემას გვიქმნის დღგ-ს, საშემოსავლოს და მოგების მაღალი გადასახადებიც, რასაც რეალურად ვერ ვუმკლავდებით. დღესდღეობით საქართველოში კვერცხის წარმოებას კატასტროფულად უჭირს, ეპიდემიის გავლენა არის უმძიმესი. წინა პერიოდში რეალიზაციის პრობლემა იყო, ყოველთვიურად ათასობით კვერცხის გადაყრა გვიწევდა, რადგან ვერ ვაბარებდით, ახლა წარმოება შემცირდა და მიწოდების პრობლემა გაჩნდა. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, ფასმა მსოფლიო ბაზრებზეც მოიმატა, იმპორტი შემცირდა, წარმოებაში ნედლეულის პრობლემა გვაქვს, რადგან ადგილზეც ყველაფერი ძვირია, დაახლოებით 35%-მდე არის ხარჯი გაზრდილი. ამ დროს საბანკო ვალდებულებებისგან ლამისაა წელში გავწყდეთ, ამ დროს მუდმივად ისმის, რომ ბიზნესს ეხმარებიან, მაგრამ რეალურად ვინ სარგებლობს ამ შეღავათებით, ვერ წარმომიდგენია, ჩვენ ჯერჯერობით უმძიმეს მდგომარეობაში ვართ“, - ამბობს მუჩიაშვილი.



მეწარმის ინფორმაციით, ,,პატარძეული“ თვეში 1,5 მილიონ კვერცხს აწარმოებს, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40%-ით ჩამორჩება.




წარმოებაში არსებული პრობლემა შეეხო დასაქმებასაც. კომპანიის დირექტორის თქმით, დაახლოებით 30%-ით შემცირდა საწარმოში მომუშავეთა რაოდენობა. ამ ეტაპზე კომპანიაში 45 ადამიანია დასაქმებული.



კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა კომპანია ,,პასტერში“, რომლის დირექტორი მირიან ჭიტაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ გაკოტრების ზღვარზე არიან.



„პანდემიამ უმძიმეს სიტუაციაში ჩაგვაყენა. წარმოებაში დაახლოებით 95%-იანი კლებაა, რაც გაკოტრების ტოლფასია. მთავარი გამოწვევა ფრინველის საკვების ფასია, გეომეტრიული პროგრესით მატულობს ფასი, რეალურად ვერ ვუძლებთ. ვერც საბანკო ვალდებულებებს ვუმკლავდებით, იმის მაგივრად, რომ სექტორი ბიზნესს დაეხმაროს, მაღალი საპროცენტო განაკვეთებით უარეს მდგომარეობაში გვაყენებენ. ამაშია ჩვენი უბედურება. ჩვენი დონის წარმოება რაც შევძელი სესხის გარეშე ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ ამ პანდემიამ, განუკითხაობამ და უპატრონობამ მძიმე დღეში ჩაგვაყენა. რამდენიმე კრედიტი ავიღე და ზოგი 23%-მდეც არის ასული. ,,პასტერის“ მეფრინველეობის ფერმაში ფრინველის სულადობა 5 000-ია, რამდენიმე თვის წინ 6000-ს ვაწარმოებდით და ვგეგმავდით ეს მაჩვენებელი 10 000-მდე გაგვეზარდა, რის პოტენციალიც არსებობს, მაგრამ ვერ ვიყენებთ. 22 დასაქმებული მყავდა და ახლა 4 დარჩა, ფაქტობრივად, მე ვმუშაობ ფიზიკურადაც, არნახულ შრომას ვეწევი, რომ წარმოება არ გაჩერდეს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ მირიან ჭიტაძე.



ცნობისთვის, ,,პასტერის“ ქარხანა იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მდებარეობს. კომპანიამ 2015 წელს ,,შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და სახელმწიფოს მხარდაჭერით მეფრინველეობის ფერმა მოაწყო. პროექტი 66 000 დოლარით დაფინანსდა.



რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, ,,საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში წარმოებულია 159.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8 პროცენტით ჩამორჩება.



გარდა იმისა, რომ საქართველოში ფრინველის კვერცხის წარმოება მცირდება, რეკორდულად იკლებს იმპორტიც. 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში განხორციელდა 175,3 ათასი დოლარის ღირებულების 6,808 მილიონი ცალი კვერცხის იმპორტი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,764 მილიონი დოლარის ღირებულების 21,679 მილიონი კვერცხი შემოვიდა.



რაც შეხება ექსპორტს, აღნიშნულ პერიოდში კვერცხის ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, წელს 6 თვეში ქვეყნიდან გავიდა 741,5 ათასი დოლარის ღირებულების 3,387 მილიონი ერთეული ფრინველის კვერცხი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 3,186 მილიონი კვერცხი გავიდა, ჯამში 619,1 ათასი დოლარის ღირებულების.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up