კვების ობიექტების შიდა სივრცეში შესაძლოა, ერთ მაგიდასთან ოთხი ადამიანის ჯდომა იყოს ნებადართული, ხოლო გარე სივრცეში ექვსის

კვების ობიექტების შიდა სივრცეში შესაძლოა, ერთ მაგიდასთან ოთხი ადამიანის ჯდომა იყოს ნებადართული, ხოლო გარე სივრცეში ექვსის

access_time2021-02-18 11:00:00

ვმსჯელობთ, რომ კვების ობიექტების შიდა სივრცეებში ერთ მაგიდასთან შეიძლება იყოს ოთხი ადამიანი, ხოლო გარე სივრცეში ექვსი, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ეკონომიკის სამინისტროში სარესტორნო ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.



მისივე თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ კვების ობიექტებში ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის დაშვება განისაზღვროს ობიექტის ფართობის მიხედვით.



ფერაძის განცხადებით, ზედა ზღვრის დაწესება მნიშვნელოვანია, რათა რესტორნებში არ გაიმართოს სოციალური ღონისძიებები.



„ღია სივრცეების გახსნის პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ხორციელდება რეკომენდაციების დაცვა, თუმცა სოციალური ღონისძიებების გამართვის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები კვლავ ფიქსირდება ამ სექტორში. ახლა ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ასევე, მიმდინარე კვირაში ვგეგმავთ შეხვედრას უშუალოდ რეგულაციებთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, რომელიც ბიზნესის გახსნის შემდგომ, უზრუნველყოფს მათ ეკონომიკურ მდგრადობას.




რესტორანი მიიჩნევა მაღალი რისკის შემცველ ობიექტად იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ ობიექტზე სერვისის მიღების დროს პირბადის ტარება არ ხდება, ამასთან დაყოვნების რეჟიმი არის საკმაოდ მაღალი, რაც ზრდის ინფექციის გადაცემის რისკებს. ამიტომ, ჩვენ ვმსჯელობთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ ერთ მაგიდასთან ადამიანთა რაოდენობა და თუ ეს იყო ექვსი ადამიანი, ახლა შეიძლება იყოს შიდა სივრცეში ოთხი ადამიანი, ხოლო გარე სივრცეში ექვსი ადამიანი. ეს იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ. ეს არის ის სიახლე, რომელზეც ჩვენ კიდევ გვაქვს მსჯელობა და პარასკევის შეხვედრაზე კიდევ დეტალურად გავაანალიზებთ ამ პროცესს.



ასევე, ზედა ზღვარი უნდა იყოს დაწესებული. კვადრატულობაზე იქნება დამოკიდებული ადამიანთა მაქსიმალური დაშვება, რითაც ჩვენ დავარეგულირებთ, რომ ეს არ იყოს სოციალური ღონისძიება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.



მისივე თქმით, კვების ობიექტებში რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება, რათა კვლავ შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო. ამასთან, მისივე ინფორმაციით, კვების ობიექტებს, ბაზრობებისა და მოლების მსგავსად, თანამშრომელთა ტესტირება მოუწევთ.



„მონიტორინგის მექანიზმი იქნება საკმაოდ გამკაცრებული და როგორც შრომის ინსპექცია, ასევე შსს, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში, რათა მაქსიმალური კონტროლი იყოს და არ მოგვიწიოს კვლავ დახურვებზე ან შეზღუდვებზე შემდგომში მსჯელობა.



რაც შეეხება სავალდებულო ტესტირებას, ეს არის როგორც რესტორნის თანამშრომლებისთვის გადადგმული ნაბიჯი, ასევე ეს არის ზრუნვა თითოეულ მომხმარებელზე, რომელიც ამა თუ იმ ობიექტზე მივა. პარასკევს კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ, ტესტირების კითხით რა დოზით შეიძლება, სახლმწიფოს მონაწილეობა იყოს ამ პროცესში, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა იქნება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.



1tv.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up