კვალიფიკაცია ვერგადალახული მასწავლებლების პენსიაში გაშვება 75.5 მილიონი დაჯდა

კვალიფიკაცია ვერგადალახული მასწავლებლების პენსიაში გაშვება 75.5 მილიონი დაჯდა

access_time2021-04-21 10:00:31

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის შესწავლისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოავლინა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.


პირველი შენიშვნა მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ეხება, რომელიც 30%-ს შეადგენს, მაშინ როცა საერთაშორისო პრაქტიკა 70%-იან ბარიერს გულისხმობს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის რეალობაც, რომლის მიხედვითაც ორმაგი 60%-იანი ზღვარი როგორც საგნობრივ, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში მასწავლებელთა მხოლოდ 1.5%-მა გადალახა. აუდისტის ანგარიში 2017-2019 წლების პერიოდს მოიცავს, მას შემდეგ 2020 წელს საგნობრივი კომპეტენციის ზღვარი 50%-მდე გაიზარდა.


2020 წლიდან უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგების გასავლელად სავალდებულო საათების რაოდენობა განისაზღვრა, თუმცა -დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგ[მოდულები იდენტიფიცირებული არ არის, ასევე არ არის შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა.



აუდიტის სამსახურს შენიშვნები აქვს 2 წლის წინანდელ გადაწყვეტილებასთანაც, რომლის თანახმადაც საპანსიო ასაკს მიღწეულ პედაგოგებს, რომლებიც კარიერულ საფეხურზე ზემოთ ვერ ანაცვლებდნენ სისტემიდან გასვლის შემთხვევაში 2 წლის ხელფასი ჩაერიცხებოდათ. პროგრამა ბიუჯეტს 75.5 მლნ ლარი დაუჯდა. თუმცა სახელმწიფოს მათი კვალიფიციური კადრებით ჩანაცვლების შესახებ გეგმა არ წარმოუდგენია და სისტემიდან გასულ პირებს 2 წლის შემდეგ უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ.


დასკვნის თანახმად, აუდიტის პერიოდში მასწავლებლების უმრავლესობა ვერ ასრულებდა სქემით განსაზღვრულ როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი სამუშაოების 40%-ს.


შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად აუდიტის სამსახურმა 5 რეკომენდაცია გასცა: 1) კომპეტენციის დამადასტურებელი ზღვარის მკაფიოდ გაწერა; 2) ტრენინგ-მოდულების განსაზღვრა და მასწავლებელთა სრული კონტიგენტის გადამზადება; 3) სქემით განსაზღვრული მიზნებნის მისაღწევად შესაბამისი რესურსებისა და ინდიკატორების განსაზღვრა; 4) მექანიზმის შემუშავება რომელიც სისტემაში მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს დაიტოვებს,/მოიზიდავს; 5) სამინისტროს მიერ არსებული სქემის შესწავლა და მასწავლებელთა მხარდამჭერი ღონისძიებების დანერგვა.


ბახტაძის პრემიერობის დროს 2019 წელს, პირობა დაიდო, რომ 2022 წელს მშპ-ის 6% განათლებაზე დაიხარჯებოდა. ღარიბაშვილის კაბინეტი ექსპრემიერის გეგმის შესრულებას არ აპირებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up