კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტი ტურიზმში - ლოქდაუნის ეფექტი

კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტი ტურიზმში - ლოქდაუნის ეფექტი

access_time2021-06-17 16:00:53

ტურიზმის განვითარებასთან ერთად, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ პანდემიამდელ პერიოდშიც ხშირად საუბრობდნენ. პრობლემას თავად ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებიც აღიარებდნენ, რომლებიც დღემდე კვალიფიციური კადრების დეფიციტზე ჩივიან. სახელმწიფოს პასუხი ბაზრის მოთხოვნაზე პროფესიული სასწავლებლების გახსნაა, მაგრამ რაოდენობა და ხარისხი ერთმანეთთან კორელაციაში ყოველთვის არაა. ლოქდაუნმა ბაზარს ახალი დარტყმა მიაყენა, სასტუმროების, რესტორნებისა თუ გასართობი ცენტრების მფობელებს წასული კადრების უკან დაბრუნება უჭირთ.


2020 წლის ოქტომბერში განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი აცხადებდა რომ 2021 წლიდან დუშეთში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის განვითარება დაიწყებოდა. კოლეჯი არ გახსნილა და სამინისტროში ვერც მის გახნის კონკრეტულ თარიღს ასახელებენ.


პროფესიული განათლების საიტზე 136 კერძო და 45 სახელმწიფო კოლეჯის შესახებაა ინფორმაცია ხელმისაწვდომი. კოლეჯები მსურველებს ინჟინერიის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის, სოფლის მეურნეობის, ხელოვნების შესწავლას სთავაზობვენ. ტურიზმი მომსახურების სფეროშია გაერთიანებული რომელიც ძირითადად სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებას მოიცავს, ცალკეა გამოყოფილი კულინარია, ასევე შესაძლებელია ტუროპერატორებისა და სამთო გამყოლების პროფესიის დაუფლებაც.


Commersant შეეცადა გაერკვია თუ როგორია სფეროს მიმართ დაინტერესება და რამდენი კურსდამთავრებული ახერხებს პროფესიით დასაქმებას. ქობულეთში მდებარე კოლეჯ „ახალ ტალღაში,“ რომელიც მსურველებს სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების შესწავლას სთავაზობს განგვიცხადეს, რომ ზაფხულის სეზონზე დასაქმების მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებს და ზოგჯერ 100%-საც აღწევს, თუმცა ზამთრის სეზონზე მათი რიცხვი 55%-მდე მცირდება. თეორიული სწავლება ამ დრომდე დისტანციურად მიმდინარეობს და შეხვედრები მხოლოდ პრაქტიკული მეცადინეობების დროს ხდება. სწავლების ხანგრძლივობა 1 წელს შეადგენს და ამჟამად პროფესიას 30-მდე ადამიანი ეუფლება.



პანდემიის გავლენას უჩივიან მესტიაში მდებარე კოლეჯ „თეთნულდშიც“ სადაც ლოკდაუნამდე სასტუმრო მომსახურების კურსს წლიურად 17 სტუდენტი გადიოდა და მათი უმეტესობა საქმდებოდა, პანდემიამ სტუდენტთა რაოდენობა გაანახევრა, ახალ სასწავლო წელს კი მიღება ისევ 17 სტუდენტზეა გამოცხადებული.


თავისი სპეციფიკის გამო პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა ყველაზე მძიმე დარტყმა ტურიზმს მიაყენა. 2019 წელს საქართველოში შემოსულმა საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9.358 მლნ შეადგინა, საიდანაც ვიზიტორი 7.726 მლნ იყო, მათ შორის ტურისტი კი 5.081 მლნ. 2020 წლისთვის ყველა პირობა არსებობდა, რომ მოგზაურთა რაოდენობას 10 მლნ-სთვის, დარგიდან მიღებულ შემოსავალს კი $3.5 მლრდ-ისთვის გადაეჭარბებინა, მაგრამ რეალურად მოგზაურთა რაოდენობა 1.747 მლნ-მდე შემცირდა, რომელთა 76%-ზე მეტი ქვეყანას პირველ კვარტალში ეწვია. ფინანსურმა დანაკარგმა კი $3 მლრდ-ს მიაღწია და $0.5 მლრდ-მდე შემცირდა.


იანვარ-თებერვალში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით ტურიზმი სრულად 2025 წელს უნდა აღდგენილიყო. აპრილ-მაისში სამნიშნა პროცენტული ზრდა აღინიშნა. ივნისში თიბისი კაპიტალმა პროგნოზი მკვეთრად გააუმჯობესა. მისი შეფასებით წელს საქართველო ტურიზმიდან $1.3 მლრდ შემოსავალს მიიღებს, 2022 წელს კი $3.6 მლრდ-ს, რაც 2019 წლის პიკურ მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.


საქართველოში ხშირად მაღალ ფასებს უჩივიან, რაც შეიძლება მომსახურების ხარსხთან შედარებით ხშირად მართლაც არაადეკვატურია, მაგრამ საშუალოდ 1 ტურისტი საქართველოში ბევრად ნაკლებს ხარჯავს ვიდრე სხვა ქვეყნებში. 2019 წელს ნორვეგიას 5.9 მლნ ტურისტი ეწვია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $7 მლრდ-ს მიღწია, ანუ 1 ტურისტის დანახარჯი $1185-ს შეადგემნდა, შვეიცარიაში 12 მლნ ტურისტმა $21.3 მლრდ დახარჯა რაც საშუალოდ 1 ტურისტზე $1775-ს უდრის, აშშ-ში კი 80 მლნ ტურისტმა $210 მლრდ-ს დახარჯვა მოახერხა რაც 1 ტურისტის საშუალო დანახარს $2625-მდე ზრდის. საქართველოში შემოსავლები ვიზიტორების მიხედვით ითვლება და 1 ვიზიტორზე $426-ს უდრის.


მომსახურების ნაწილში პრობლემა მრავალგვარია. პასუხისმგებლობა შეიძლება ინდივიდუალურად პერსონალზე, ბიზნესზე და სახელმწიფოზე გადანაწილდეს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს უცხოელობის გამო რეალურ 50-100 ლარის დანახარჯში 1500-2000 ლარს ახდევინებენ, თბილისის აეროპორტიდან შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ძღვაზე მიჰყავთ. „სვეტიცხოველს“ „სტოლბაზვერად“ უთარგმნიან. პარალელურად ხშირ შემთხვევაში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. მთებსა და კანიონებში საუკეთესო ხედების ფონზე საპირფარეშო არ საერთოდ არ არის, ან თუ არის საშინელ მდგომარეობაშია. სეზონის პიკზე გზებზე საცობში მოყოლა და დაბინავების პრობლემის შექმნაც უცხო არაა.


საქართველოსა და მსოფლიოში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, რომ ქვეყანაში შემომსვლელ ტურისტთა რაოდენობა გაიზრდება ეს მოსაზღება ეჭვს არ იწვევს, მაგრამ სადამდე გაგრძელდება ზრდა და გაიზრდება თუ არა ერთი ტურისტის დანახარჯი უცნობია და დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად გაიზრდება მომსახურების ხარისხი კომპლექსურად იქნება ეს აეროპორტი ან ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტი, სამოძრაო მარშრუტი, სასტუმრო, რესტორანი თუ მუზეუმი.   




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up