კუზანოვის კლინიკების წარმომადგენლობა კანადაში, ბელორუსიასა და ავსტრიაში გაიხსნება

კუზანოვის კლინიკების წარმომადგენლობა კანადაში, ბელორუსიასა და ავსტრიაში გაიხსნება

access_time2021-02-02 11:03:32

  კუზანოვის პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და ოფისები რამდენიმე ქვეყანაში უკვე წარმოდგენილია. თუმცა მალე კლინიკის ოფისი კანადაშიც გაიხსნება. ამჟამად ძალიან დიდი მოთხოვნაა პლასტიკურ ქირურგიაზე ისრაელსა და საბერძნეთში, შესაბამისად კუზანოვის კლინიკები, ამ კუთხით საკმაო დატვირთვით მუშაობენ. როგორც „კომერსანტს“ კუზანოვის კლინიკის დირექტორმა ავთანდილ ტუღუშმა განუმარტა ისრაელში პლასტიკური ქირურგია უკვე აუცილებლობისა და ტრენდის სახეს იძენს, თუმცა ძალიან ძვირადღირებულია, ამიტომ  აქ სწორედ ისრაელიდან ქართული მომსახურების მისაღებად კლინიკის ოფისების მეშვეობით ჩამოდიან.


„ამჟამად კუზანოვის კლინიკების ოფისები ისრაელსა და საბერძნეთშია. ოფისების გახსნა იგეგმებოდა მინსკში, ვენაში და  ტორონტოში, თუმცა პანდემიის გამო ჯერჯერობით თავი შევიკავეთ.

ზოგადად, ისეთ ქვეყნებს ვაქცევთ ყურადღებას, სადაც სადაც პლასტიკური ქირურგია ძვრადღირებულია. ისრაელში ძალიან ძვირი ღირს პლასტიკური ქირურგია. ამ დროს, ისრაელსა და საქართველოს შორის მიმოსვლა პანდემიამდე იყო უფრო იოლი, თითქმის ყოველდღე დაფრინავდა თვითმფრინავი. თან კარგად იციან საქართველო, ტურისტული თვალსაზრისით. ბევრი ებრაელი ქართველი არის წასული ისრაელში და საქართველოზე იციან, რომ კარგი სპეციალისტები გვყავს, აქედან გამომდინარე ფასიც და ყველაფერი მოქმედებს. თუ ცხვირის ოპერაცია ჩვენთან 1500 ევრო ღირს, იქ ღირს 7 და 8 ათასი ევრო.  აქედან გამომდინარე ისინი ჩამოდიან და ორ კურდღელს კლავენ, თან საქართველოს ეცნობიან ტურისტულად, თან პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ. ისრაელში პლასტიკური ქირურგია უფრო მოთხოვნადია და მოდაშიც კია, არ მალავენ რომ პლასტიკურ ქირურგიას იკეთებენ.


ჩვენ ვხედავთ პაციენტები საიდან ჩამოდიან უფრო მეტად, რატომ ჩამოდიან აქ , ვატარებთ პრეზენტაციებს, ვატარებთ კონსულტაციებს და იმის მიხედვით ანალიზს ვაკეთებთ, ღირს თუ არა იქ ოფისის გახსნა. საბერძნეთში კი არა მარტო ოფისია, არამედ კლინიკაც, სადაც ვაკეთებთ ოპერაციებს,“ - განმარტავს ავთანდილ ტუღუში.

 



თეგები:
კუზანოვი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up