4 ივნისიდან, ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Airways ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირდადპირი რეისების განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი „TAV Georgia“ ავრცელებს.
„ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
Kuwait Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2018 წელს დაიწყო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.