კუს ტბის საბაგირო 2020 წლის აპრილში მუშაობას განაახლებს

კუს ტბის საბაგირო 2020 წლის აპრილში მუშაობას განაახლებს

access_time2020-03-15 16:00:27

კუს ტბის განახლებული საბაგირო ფუნქციონირებას 2020 წლის აპრილში განაახლებს. ამის შესახებ „კომერსანტს“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ  საბაგიროს აღდგენითი სამუშაო და  პროექტის ღირებულება  ჯამში 143 800 ლარია.

 

საბაგიროს რესტავრაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2019 წლის ზაფხულში,  ერთ-ერთი გეგმიური შემოწმების დროს გამწევ ბაგირს ტექნიკური პრობლემა  აღმოაჩნდა.  

გავრცელლებული ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაო 2019 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში მონაწილე კომპანიამ ვერ შეძლო სატენდერო პირობების დაკმაყოფილება.

ხოლო, მეორედ გამოცხადებულ ტენდერში   შპს. „ჯეარკომმა“ გაიმარჯვა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში დაასრულებს აღდგენით სამუშაოებს, საბაგირო კი სატესტო რეჟიმის წარმატებით  გავლის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. 

 


თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ გამწევი ბაგირი უცხოეთში მზადდება და თუ არსებულმა სიტუაციამ, რომელიც კორონავირუსისგანაა გამოიწვეული და დროულ ტრანსპორტირებას  ხელი არ შეეშალა,  საბაგირო დათქმულ ვადაში განაახლებს მუშაობას.  

 

„მას შემდეგ რაც გამწევი ბაგირს საქართველოში ჩამოიტანენ, მონტაჟს დასჭირდება  10-12 დღე, შემდეგ რამდენიმე დღე სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რომ დავრწმუნდეთ რამდენად გამართულია და აპრილის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე ამოქმედდება.“-აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რამდენად სანდოა ახალი კომპანია, ან ხომ არ არის იმის საშიშროება,  რამდენიმე წლის წინ გახსნილი საბაგირო, რომლის ღირებულებაც 1 მლნ. ლარს აჭარბებს, თავიდან ხომ არ დაზიანდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვიცხადებენ, რომ მშპ-მ, რომელმაც მიიღო ტენდერში მონაწილეობა აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი კომპანია.  ტვირთს რომელსაც ჩვენ შემოვიტანთ, თან ახლავს, საგარანტიო პირობები, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად ეს ნორმები დაცულია და კომპანია აკმაყოფილებს ყველა პირობას.   

 

 შეგახსნეებთ, რომ კუს ტბის საბაგირო ოფიციალურად 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა. საბაგიროს რეაბილიტაცია მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბაგირმშენმა“ შეასრულა. პროქტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up