კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

access_time2019-04-25 16:30:20

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია.



როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი წარვუდგინეთ, რომლის ნებართვაზე პასუხი აღდგომის შემდეგ გახდება ცნობილი, უარის შემთხვევაში კი პასუხის გასაჩივრებას ვგეგმავთ.


სამი პროექტი 300 000 ლარზე მეტი დაჯდება და რეკრეაციულ ზონას არ დააზიანებს, ახალ ხელშეკრულებაში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით გამწვანების საკითხიც განიხილება.


“მთავარი პროექტი, რომელიც მერიაში გვქონდა შეტანილი შეჩერებულია, მიზეზი არ ვიცით. რაღაცები ვერ გავიგე ამ გენგემასთან დაკავშირებით და ახლა ვითხოვ მთავარ არქიტექტორთან შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ აღდგომის შემდეგ ჩაინიშნება. ჩვენ მანამ გადავედით საქმეზე და ვცდილობთ, ცალ-ცალკე გამოვიტანოთ ნებართვები ყველა პროქტზე. ახლა 3  დიდი პროექტი გვაქვს, თითოეული 100 000 ლარზე მეტი ჯდება. ამ პროექტებს შორისაა კლუბი „ბასიანი“, რომლის დამფუძნებლებიც შემოდის ჩვენთან და ისინიც მერიის ადმინისტრაციისგან ნებართვას ელოდებიან. ასევე გვექნება ახალი აუზი და სტუდენტებისთვის თავისუფალი სივრცე, ღია ტერიტორია სადაც, თავისუფლად შეძლებენ შესვლას და დასვენებას. რაც შეეხება განხილვას, თუ ამ პროექტებსაც არ განიხილავენ აუცილებლად გავასაჩივრებთ. ნებართვა თუ სწრაფად მივიღეთ, მაისის ბოლომდე ყველა პროექტი ამოქმედდება,“ ამბობს ნინო ბადაგაძე.






ნინო ბადაგაძის განცხადებით, ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სასტუმროები აღარ აშენდება, რადგან რეკრეაციული ზონა ლანდშაპტზე სრულად მორგებული უნდა იყოს, არსებული პროექტი კი ამ პრინციპს არღვევდა. თუმცა იგეგმება უკვე არსებული შენობების გაუმჯობესება და ახალი სანაპირო ზოლის მოწყობა.





„კომერსანტი“  ერთი წლის წინ წერდა, რომ  კუს ტბის განაშენიანების გეგმა შედგა, რომელიც  მერიაში იყო გადაგზავნილი. როგორც  კუს ტბის გენერალური დირექტორი ნინო ბადაგაძე აცხადებდა, აღნიშნული გეგმა ლოკაციაზე სრულიად ახალ სურათს შექმნიდა. კუს ტბის გენერალური გეგმის ფარგლებში ადგილზე მრავალი სივრცის მოწყობა და გასართობი ობიექტის მშენებლობა იგეგმებოდა.


კერძოდ, ბავშვთა ქალაქი, წყალზე ექსტრემალური გართობა, ასევე ღია აუზი რომელიც 800 კვ.მ-ზე განთავსდება, სხვადასხვა სახის ღია ტიპის ობიექტები და ორი სასტუმრო. 





ნათია ლომიძე





„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up