რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროს თავისი გაწვრთნილი სამხედროებისა და იარაღის დაახლოებით ნახევარი უკვე გამოიყენა. ამ მხრივ, მათი სამხედრო შესაძლებლობები მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კურტ ვოლკერმა განაცხადა.
,,მათი [რუსების] სამხედრო შესაძლებლობები მკვეთრად შემცირდა. ეს კარგია, მაგრამ ახლა მათ დაიწყეს ნაკლებად ზუსტი იარაღის გამოყენება და უფრო მეტ სამოქალაქო ობიექტებს არტყამენ. მაგრამ მეორეს მხრივ, ისინი ნაკლებად ხვდება სამხედროებს“,- განაცხადა ვოლკერმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობას, კერძოდ კი დიქტატორ პუტინს, არ აქვს სურვილი გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია, რადგან ამან შესაძლოა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს.
,,პუტინმა უკვე შეკრიბა უამრავი ხალხი უკრაინის ომისთვის რეგიონებიდან. მოსკოვს, პეტერბურგს და სასაზღვრო ტერიტორიებს თითქმის არ შეხებია, რათა შეიქმნას ილუზია, რომ ყველაფერი კარგადაა. თუ იქნება საყოველთაო მობილიზაცია, ეს მას ახალ პრობლემებს შეუქმნის“, - დასძინა ვოლკერმა.
წყარო: interpressnews.ge