კურტ ვოლკერი - როდესაც გაქვთ სტრატეგიული აქტივები, რომლებიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისინი არ უნდა გაიყიდოს კერძო კომპანიებზე მთავრობის ნებართვის გარეშე

კურტ ვოლკერი - როდესაც გაქვთ სტრატეგიული აქტივები, რომლებიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისინი არ უნდა გაიყიდოს კერძო კომპანიებზე მთავრობის ნებართვის გარეშე

access_time2020-07-24 22:41:44

„როდესაც თქვენ გაქვთ სტრატეგიული აქტივები, რომლებიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისინი არ უნდა გაიყიდოს კერძო კომპანიებზე მთავრობის ნებართვის გარეშე, ასევე, როდესაც კერძო კომპანიაა მფლობელი, სხვა მხარისთვის არ უნდა შეეძლოს მიყიდვა მთავრობის ნებართვის გარეშე - სწორედ ასეა შესაძლებელი იმის თავიდან არიდება, რომ საკუთრება რუსეთი ან ჩინეთის ხელებში არ გადავიდეს ან რაიმე მსგავსი. ამის გაკეთება საკმაოდ გონივრულია. მეორე, რასაც, ჩემი აზრით, კანონმდებლობა აკეთებს, ისაა, რომ ის ცდილობს, რეგულატორების ადმინისტრაციული საშუალებები გააძლიეროს, რათა კომპანიებმა შეასრულოს მთავრობის გადაწყვეტილებები, რაც ასევე ძალიან გონივრულია. ასე რომ, ვფიქრობ, თავად კანონმდებლობას საკმაოდ გონივრული მიზნები აქვს“,  - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და ყოფილმა წარმომადგენელმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა  „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.


„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ საუბრისას კურტ ვოლკერმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მიღმა ძალიან გონივრულ მიზნებს ხედავს.

მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები საკმაოდ გონივრულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღსრულდება ის კონკრეტულ შემთხვევებში.



ვოლკერი ასევე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას ინტერვიუს „ინტერპრესნიუსთან“, სადაც ყოფილი დიპლომატმა ისაუბრა „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებულ პრობლემებზე და ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები სწორედ ამ ერთ კონკრეტულ კომპანიას უკავშირდებოდეს.


„სხვა საკითხია, როგორ იქნება გამოყენებული კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევებში, და თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შემთხვევა, დაკავშირებული ამ კომპანიასთან, რომელიც ცდილობდა, განემარტა სიტუაცია რეგულატორთან ერთად. როგორც ვიცი, ახლაც საუბრობენ რეგულატორთან, მაგრამ რამდენიმე საკითხი უკავშირდება იმას, თუ როგორ შეიძლება, იქნას ეს კანონმდებლობა გამოყენებული. გაყიდვა უკვე მოხდა და როგორც მესმის, რეგულატორი ამბობს, რომ კომპანიამ არ შეასრულა მოთხოვნა რეგულატორის წინასწარი ნებართვის მიღების ნაწილში. მაგრამ ვფიქრობ, მთავრობა უბრალოდ, ფრთხილად უნდა იყოს, რომ იმდენად შორს არ წავიდეს, რომ გამოჩნდეს, თითქოს ადმინისტრატორის პოზიციას ასრულებს ან კერძო ინვესტიციას იგდებს ხელში, რადგან შეიძლება, ამას უცხოურ ინვესტიციების შენელების ეფექტი ჰქონდეს. თუ ხდება იმის გაცნობიერება, რომ საქართველოში ინვესტიციას ახორციელებს და რისკავს, რომ მთავრობამ უკუაგდოს ეს ინვესტიცია, ან კომპანიის მენეჯმენტი ჩაიგდოს ხელში, პოტენციურად, გაათავისუფლოს დირექტორები ან გაასხვისოს კომპანია, ეს ისეთი რამეებია, რის საშუალებასაც იძლევა კანონმდებლობა და უმნიშვნელოვანესია, როგორ აღსრულდება ის კონკრეტულ შემთხვევებში, - ეს მაქსიმალურად სამართლიანად, გამჭვირვალედ და გონივრულად მოხდეს. იმედი მაქვს, მთავრობა და კომპანია შეთანხმებას მიაღწევენ“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“.


ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up