კურტ ვოლკერი - მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ, ისაუბრონ, გადაწყვიტონ და წინ წასასვლელი გზა გამონახონ

კურტ ვოლკერი - მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ, ისაუბრონ, გადაწყვიტონ და წინ წასასვლელი გზა გამონახონ

access_time2020-11-20 19:30:00

„მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ, ისაუბრონ, გადაწყვიტონ და წინ წასასვლელი გზა გამონახონ“, - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენლმა და ნატო-ში ყოფილმა წარმომადგენლმა, კურტ ვოლკერმა „ინტერპესნიუსს“ განუცხადა.

ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ კრიზისი ინსტიტუტების მეშვეობით ვერ გადაიჭრება, ვინაიდან ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს.

„მიზეზი, რის გამოც ყველა ინსტიტუტებზე საუბრობს, ისაა, რომ ეს ერთადერთია, რაც ყველასთვის სამართლიანი იქნება. რა თქმა უნდა, მთავრობასა და ოპოზიციას შორის ნდობის ნაკლებობაა, არის ბრალდებები კანონდარღვევებზე ამ არჩევნების ჩატარებისას, მთავრობა კი ამას უარყოფს. ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია, ადამიანები გააერთიანოს, გამჭვირვალობა, გამოკვლევა და შედეგების დადებაა, ასევე, იმ შეცდომების გამოსწორება, რაც შესაძლოა, დაშვებული იქნა - ეს ყველაფერი საჭირო, რათა ნდობა ისევ აღდგეს. სწორედ ამისთვისაა ინსტიტუტები, რომელიც მოიცავს სასამართლოებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პარლამენტს. საბოლოო ჯამში, თუ გამოიკვეთება დარღვევები, თაღლითობა თუ რაც გინდათ, დაარქვით, მაშინ ამის გადაწყვეტის ერთგულება უნდა არსებობდეს. შემდეგ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების ინსტიტუტებმა იფუნქციონირონ და ბუნებრივია, გამარჯვებულმა მთავრობა ჩამოაყალიბოს, დამარცხებული კი პარლამენტში ოპოზიციის სახით შევიდეს. ეს ყველა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია - რომ ფუნქციონირებადი მთავრობა და ძლიერი ოპოზიცია ჰყავდეს“, - აღნიშნა ვოლკერმა.

მისივე თქმით, თუნდაც გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოში ხალხი ასეთი დაყოფილი არ უნდა იყოს.

„ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა ძალიან სახიფათო სამეზობლოში არის მოქცეული რუსეთსა და ირანს შორის, ახლახანს იყო ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული... საქართველო ასეთ დაყოფილობას ვერ გაწვდება, მათ უნდა მოახერხონ, ერთად შეიკრან, როგორც დემოკრატია, ქვეყნის მომავლისა და ევროპასა და აშშ-სთან ურთიერთობის აშენებისთვის. ამას, საქართველოს შიდა საქმეებს, მათ მაგივრად ვერც ახლანდელი და ვერც შემდგომი ადმინისტრაცია ვერ გადაწყვეტს. ქართველმა ხალხმა ეს თავად უნდა გააკეთოს და მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ, ისაუბრონ, გადაწყვიტონ და წინ წასასვლელი გზა გამონახონ“, - აღნიშნა ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“.



IPN.GE 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up