კურტ ვოლკერი: კომუნიკაციების კანონში შესულ ცვლილებას საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დაზიანების პოტენციალი აქვს

კურტ ვოლკერი: კომუნიკაციების კანონში შესულ ცვლილებას საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დაზიანების პოტენციალი აქვს

access_time2020-08-14 14:51:30

აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, დიპლომატი კურტ ვოლკერი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ კომუნიკაციების სექტორში მიღებულ ახალ რეგულაციებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დაზიანების პოტენციალი აქვს. ვოლკერის თქმით, არსებობს შეფასება, რომ დაჩქარებული წესით ამ კანონის მიღების მიზანს კონკრეტული კომპანიის - “კავკასუს ონლაინის” სანქცირება წარმოადგენდა.


ყოფილი ელჩის თქმით, ახალი ციფრული დერეფანის პროექტი, რომლის განხორციელებასაც კავკასუს ონლაინის ახალი მეწილე გეგმავს საქართველოს ინტერეს


“კანონი უკვე მიღებულია და ამჟამად ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, თუ როგორ მოხდება რეალობაში მისი იმპლემეტნაცია. ვფიქრობ, რომ მიღებულ ცვლილებას ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის დაზიანება შეუძლია და, რომ ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ერთი საკითხია უშუალოდ ამ კანონის მიღება, ხოლო მეორე კი რეტროაქტიულად მისი გამოყენება იმ ტრანზაქციების წინააღმდეგ, რომლებიც წარსულში განხორციელდა. შესაბამისად, თუ ის ამ სახით იქნა გამოყენებული, ინვესტორთა ნდობაც შემცირდება. სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხი ასევე კიდევ ერთი პრობლემური ნაწილია, რადგან სპეციალურ მმართველს ენიჭება უფლება დამოუკიდებლად განკარგოს წილები და მიიღოს საშტატო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სპეციალური მმართველის საკითხი ნებისმიერ სექტორში მოღვაწე საერთაშორისო ინვესტორისთვის შეიძლება იყოს პრობლემური. კანონი უკვე ძალაში არის შესული, შესაბამისად მოვლენების შემდგომ განვითარებაზე არის ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის არის საქართველოს საინვესტიციო კლიმატიც,”- ამბობს კურტ ვოლკერი.


ინტერვიუ კურტ ვოლკერთან:


არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის საკანონმდებლო პროცესი, რაც კომუნიკაციების სფეროში ახალი რეგულაციის მიღებას უძღვოდა წინ იყო მოტივირებული კომპანია “კავკასუს ონლაინისა” და მისი ახალი მეწილის წინააღმდეგ. გაქვთ თუ არა თქვენც მსგავსი შეფასება?



შემიძლია გითხრათ, რომ აშკარა იყო, რომ პროცესი ნაჩქარევად წარიმართა, რაზეც არაერთი ფაქტორი, მათ შორის გვიან ღამით გამართული საპარლამენტო განხილვაც მეტყველებს. რაც შეეხება მის უკან მდგარ მოტივაციებს, მათთან მიმართებით მე ვერ ვისაუბრებ. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ თუ ეს საკანონმდებლო ცვლილება ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული, ესეც საერთაშორისო ინვესტორებისთვის შეშფოთების საგანი შეიძლება გახდეს, რადგან საკითხი მათი ინვესტიციების დაცულობას ეხება. კანონი უკვე მიღებულია შესაბამისად ახლა მთავარი კითხვაა ის თუ რა მოხდება მომავალში.


კავკასუს ონლაინის ახალი ინესტორი გეგმავს შექმნას ახალი ციფრული მარშრუტი ევროპას, კავკასიას და ცენტრალურ აზიას შორის და საქართველო ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება. თქვენი აზრით ახალი ციფრული დერეფანის შექმნა რა გავლენას იქონიებს რეგიონის კომუნიკაციების სექტორზე?


12 წლის წინ საქართველო თავს რუსული აგრესიისგან იცავდა. ეს პერიოდი კარგად მახსოვს, ისიც მახსოვს თუ რა სახის ზეწოლა უძღვოდა მას წინ - ეს იყო რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევაბა, ქართული ღვინისთვის ბაზრის დაკეტვა და სხვა სანქციები.


ამ მხრივ ახალი მარშრუტის და ახალი დერეფნის შექმნა, რომელიც როგორც რუსეთს, ასევე ირანს უვლის გვერდს ჩემი აზრით საქართველოს ინტერესშიც უნდა შედიოდეს.


სადავო ტრანზაქცია და დაჩქარებული წესით მიღებული კანონი


შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსითვის" მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.


"კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს მისი პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, ეს მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up