კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებულია

კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებულია

access_time2020-11-04 12:08:10

კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებული გახდა და „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“-ის ჯილდო მოიპოვა. მონაწილედ „საირმე“ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოარჩიეს: უნიკალური ადგილმდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, 60 ჰექტარი მწვანე საფარი, მომსახურების ხარისხი, დიზაინი, სპორტული აქტივობების ნაირსახეობა და სამკურნალო თვისებების მქონე თერმული წყლების.

 

„ეს წარმატება ჩვენი პროფესიონალი გუნდის დიდი ძალისხმევით და თითოეულ სტუმარზე გულწრფელი ზრუნვის შედეგად მოვიპოვეთ. ყოველწლიურად „საირმეს“ ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც განსაკუთრებული კმაყოფილებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ტოვებენ კურორტს, სწორედ მათი მხარდაჭერა გახლდათ ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი. იცნობდეთ „საირმეს“, უკვე ოფიციალურად საქართველოს წამყვან კურორტს და ტურიზმის ოსკარის ამაყ მფლობელს! მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენს გუნდს და თითოეულ სტუმარს, თქვენ ჩვენი წარმატების დიდი ნაწილი ხართ“ - აცხადებს კურორტის ადმინისტრაცია.  

 

კურორტ „საირმესთან“ ერთად World Travel Award-ის წლევანდელი გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში გახდნენ: booking.com, ავიაკომპანია „ლუფტჰანზა“, სასტუმროთა ქსელი Hilton და ტურიზმის სექტორის სხვა წამყვანი ბრენდები.


 

კურორტი „საირმე“ მდებარეობს სუბტროპიკული სარტყელის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მ.-ზე. „საირმე“ ევროპის ყველაზე დიდი კურორტია, მისი მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება. კურორტ „საირმეს რეაბილიტაციის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 2 ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, თანამედროვე საკვები და სამედიცინო ობიექტები, გერმანული დანადგარებით აღჭურვილი სამკურნალო / სარელაქსაციო სპა ცენტრი,  ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა აქტივობები და საკონდიტრო, სადაც ევროპული სტანდარტების პურ-ფუნთუშეული მზადდება. კურორტი „საირმე“ ვიზიტორებს მასპინძლობს წელიწადის ოთხივე სეზონზე.




თეგები:
საირმე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up