„კურორტი, სადაც ოცნებები ხდება" – ანაკლიის სლოგანი, რომელიც აღარავის ახსოვს

„კურორტი, სადაც ოცნებები ხდება" – ანაკლიის სლოგანი, რომელიც აღარავის ახსოვს

person access_time2016-03-15 11:20:38

„კურორტი, სადაც ოცნებები ხდება" – ასე დაანონსდა ანაკლიის კურორტის პროექტი 2011 წელს. თუმცა ეს სლოგანი დღეს აღარავის ახსოვს და ანაკლია, როგორც კურორტი, მხოლოდ ორიოდე ფესტივალის პერიოდში „ცოცხლდება.“ კურორტზე არსებული სასტუმროები სამთავრობო თუ კერძო სექტორის დაკვეთების ხარჯზე მუშაობს, მასობრივად დამსვენებლების მიზიდვა კი ანაკლიას უჭირს. 


რა ხდება დღეს ანაკლიაში და შესთავაზებს თუ  არა ზაფხულის სეზონზე დამსვენებლებს სიახლეებს? 


ტურიზმის ექსპერტი მაია სიდამონიძე აცხადებს, რომ ანაკლია ჯერ კიდევ შორსააა კურორტამდე. მისი თქმით, ანაკლიის გახსნისას რა ინფრასტრუქტურაც იყო, მას შემდეგ ამ კურორტის ინფრასტრუქტურული განვითარება არ მომხდარა. სიდამონიძე აცხადებს, რომ კურორტი ამჯერად მხოლოდ კონკრეტული ფესტივალების ფარგლებში მუშაობს, ხოლო შემდგომ პერიოდებში, როგორც სეზონზე ისე არასეზონზე, დატვირთული არ არის.


„ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის მარტო სასტუმროების მშენებლობა და ეს მხოლოდ კერძო სექტორის კომპეტენცია არ არის. აუცილებელი იყო, რომ სახელმწიფოს ტურისტული ინფრასტრუქტურა უფრო გაეფართოვებინა და კურორტი განევითარებინა. სახელმწიფომ იმ დონეზე უნდა მოაწყოს ინფრასტრქრუტურა, რომ ინვესტიციების მოზიდვა გაადვილდეს. გარდა ამისა, არ ხდება კურორტის არანაირი მარკეტინგული კამპანია"-აცხადებს სიდამონიძე.


მისივე თქმით, ანაკლია მზად არ არის, რომ ცოტა მეტი რაოდენობის ვიზიტორი დაიტიოს და რაც ყველაზე მთავარია - კმაყოფილი გაუშვას. „გარშემო დანაკლისია საკვები და გასართობი ობიექტების. მარტო სასტუმროები საკმარისი არ არის,"-აცხადებს სიდამონიძე.


სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. მხარის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ გაბელია განმარტავს, რომ ანაკლია მთელი ზაფხულის პერიოდში საკმაოდ აქტიურად მუშაობს. განსაკუთრებული აქტივობით კი სომეხი დამსვენებლები გამოირჩევიან.

 

გაბელიას ინფორმაციით, კურორტით კერძო ბიზნესი საკმაოდ ინტერესდება. გარდა ამისა, მისივე თქმით, აქ მოსახლეობაც ირიბი ბენეფიციარია. „მოსახლეობამ კრედიტები აიღო იმისთვის, რომ აქ ბიზნესი დაეწყოთ. მათი მხრიდან გარკვეული უკმაყოფილება იყო, რომ თითქოს ის ხარჯები ვერ ამოიღეს, მაგრამ რეალობაა ის, რომ მათ ეს კაპიტალურ ხარჯებში დახარჯეს. შეიძლება ეს მათ ერთ სეზონზე ვერ ამოიღონ, მაგრამ მრავალწლიან პერსპექტივაში მოგების მომტანი ნამდვილად იქნება. გარდა ამისა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ხდება ადგილობრივების გადამზადება. კერძოდ, თუ როგორ უნდა მართონ „გესტ ჰაუსები", როგორ უნდა მოემსახურონ ტურისტს და ასე შემდეგ. დაწყებული კვების რაციონის შედგენიდან მომსახურების პაკეტით დამთავრებული, ყველაფერს ვასწავლით"-აცხადებს გაბელია.


კურორტზე მდებარე სასტუმრო სასტუმრო „ანაკლიის" მენეჯერი ლევან ჩხიკვაძეც აცხადებს, რომ კურორტი ზაფხულის პერიოდში დატვირთულია. მისი თქმით, ივლისიდან-სექტემბრის ჩათვლით სასტუმრო სრულად არის ხოლმე დატვირთული, რასაც ვერ ვიტყვით არასეზონზე.


როგორც ჩხიკვაძე აცხადებს, კურორტით უფრო მეტად უცხოელები, განსაკუთრებით კი, სომხები ინტერესდებიან.


ანაკლიაში 2014 წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „კაზანტიპი“ ჩატარდა, თუმცა ეს პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა. გასულ წელს კი კურორტმა „ჯემ ფესტს“ უმასპინძლა, აღნიშნული ფესტივალის ჩატარება ანაკლიაში წელსაც იგეგმება.



Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...


მსგავსი სიახლეები

up