კურორტი „გომარდული" ისევ დაყადაღებულია – "წრეზე ვტრიალებთ და რეალურად, არანაირ დადებით შედეგს არ ვიღებთ"

კურორტი „გომარდული" ისევ დაყადაღებულია – "წრეზე ვტრიალებთ და რეალურად, არანაირ დადებით შედეგს არ ვიღებთ"

person access_time2016-10-24 20:00:00

 

აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტ „გომარდულის" საქმე ისევ მოუგვარებელია. კურორტი ყადაღის გამო ისევ პარალიზებულია. სააქციო საზოგადოება „გომარდულის" წარმომადგენელი ბადრი ქათამაძე „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, რომ მთავრობას არ აქვს სურვილი ეს საკითხი გადაწყდეს და პრობლემა მოგვარდეს. შესაბამისად, ხელისუფლებას დროის გაყვანის ტაქტიკა აქვს არჩეული.


როგორც ქათამაძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან კომპანიამ ბუნდოვანი პასუხი მიიღო, დახმარებით ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართეს. ქათამაძე ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან და პრემიერის აპარატიდან მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღეს პასუხი, სადაც განმარტებული იყო, რომ საქმე ბიზნესომბუდსმენის აპარატს დაეწერა. ქათამაძის ინფორმაციით,ამ უკანასკელისგან მიიღეს წერილი, რომ კომპანიას წერილით შემოსავლების სამსახურისთვის უნდა მიემართა.


„მივმართეთ შემოსავლების სამსახურს, თუმცა, ჯერ პასუხი არ მიგვიღია. წრეზე ვტრიალებთ და რეალურად, არანაირ დადებით შედეგს არ ვიღებთ. კურორტი გაჩერებულია და ამხელა პოტენციალი ასე იკარგება"-აცხადებს ქათამაძე.


შეგახსენებთ, ყადაღის გამო კურორტი ტურისტებს უკვე 3 წელია ვერ იღებს და გაჩერებულია. ქათამაძე მიმდინარე წლის ივლისში ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ცენტრალური გზიდან გომარდულამდე მისასვლელი გზის მშენებლობა-რესტავრაცია დაიწყო და ფინანსურ სახსრებს ხარჯავდა, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ კურორტის საკითხი დადებითად არ გადაეწყვიტა.



სს „გომარდულის" დირექტორი ჯემალ დარჩიძე გასულ წელს „კომერსანტთან" განმარტავდა, რომ შემოსავლების სამსახურმა აქციონერებს საბიუჯეტო დავალიანება დააკისრა მიწის გადასახადის სახით, 126 000 ლარის ოდენობით, რასაც 2011 წლის შეთანხმება არ ითვალისწინებდა.


დარჩიძე აცხადებდა, რომ 2011 წლის ივლისში მათ 57 ჰექტარი მიწის ფართობი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ მფლობელობაში. იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, სააქციო საზოგადოება „გომარდული" მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო. თუმცა ორი წლის წინ დაკისრებული 126 000 ლარის ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააქციო საზოგადოების მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდა.


როგორც „გომარდულის" მფლობელები აცხადებენ, კურორტი ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ამ დროისთვის კურორტზე 5 სასტუმრო სახლი და რესტორანია. ჯამში კი შესაძლებელია 60 ვიზიტორის სტუმრობა. ქათამაძე აცხადებს, რომ კურორტზე დამსვენებლები წელსაც იყვნენ, თუმცა იმის გამო, რომ არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, კვების ობიექტები, გართობის საშუალებები, მათი რაოდენობა მცირე იყო.


მისი ინფორმაციით, კურორტ „გომარდულს" საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. მისი განვითარების შემთხვევაში კურორტი იქცევა საოჯახო ტიპის დასვენების ცენტრად, განსხვავებით კურორტ „გოდერძისგან", რომლითაც უფრო მეტად ექსტრემალური სპორტით დაკავებულები ინტერესდებიან.


 



Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს
access_time2020-04-06 12:30:19
ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1706-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1778-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1576 ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, წინა კვირაში  Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება  3,4-იან ნიშნულს გასცდა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში...

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“
access_time2020-04-06 13:00:23
მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის გადასარჩენად მთავრობას ინტერვენციების ნაცვლად ჰეჯირების გეგმა შესთავაზეს. „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ, რაც ჰეჯირებას გულისხმობს, იმედია...

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...


მსგავსი სიახლეები

up