დანახარჯების შემცირების ნაცვლად, ახალი სააგენტო და დამატებითი ხარჯები - რატომ?

დანახარჯების შემცირების ნაცვლად, ახალი სააგენტო და დამატებითი ხარჯები - რატომ?

access_time2022-07-06 11:00:16

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ახალი სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, რამდენიმე დღეში უნდა ამუშავდეს. სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც სამთო საკითხებში ეკონომიკის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.


რატომ გახდა საჭირო დამატებით, ახალი ბიუროკრატიული რგოლის შექმნა? მით უმეტეს, არსებობს მთის კურორტების მართვის კომპანია (სახელი კი შეეცვალა მაგრამ არსი დარჩა),  ასევე ტურიზმის განვითარების სააგენტო, აჭარის კურორტების განვითარების სააგენტო სხვა ამავე ტიპის უწყებები. 


მთავრობა ამ სააგენტოზე დიდ იმედებს ამყარებს, ამბობენ რომ „ეს იქნება მცირე მობილური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა უწყების კოორდინაციას იმგვარად განახორციელებს, რომ მოხდეს პოტენციალის შესწავლა, კურორტების სივრცითი დაგეგმვა, რადგან ქაოტური განაშენიანება, ინვესტიციების დატაცება და ბევრი სხვა რამ არ მივიღოთ. საინვესტიციო პაკეტების იმგვარად ჩამოყალიბება უნდა მოხდეს, რომ კერძო სექტორმა მოახერხოს ამ კურორტებში ეფექტიანად ინვესტირება“ (ეს განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა).


რამდენად მცირე იქნება და როგორი ბიუჯეტით ახალი სააგენტო, ეს უცნობია, მაგრამ წინა არაერთი მაგალითი მიგვითითებს, რომ არ მცირე იქნება, არც დაბალბიუჯეტიანი და არც იმდენად ეფექტური, რომ რამდენიმე, შინაარსით ერთნაირი, უწყების შექმნა გამართლებული იყოს. 



მთავრობისგან განსხვავებით, მსგავსი სსიპ-ების ეფექტიანობის არ სჯერათ დარგის სპეციალისტებს და მსგავს გადაწყვეტილებას უფრო თანხების გაუმჭვირვალედ გადინების საშუალებად მიიჩნევენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ახალი ორგანიზაცია ტურიზმის ადმინისტრაციის დუბლიკაციაა.


„ახალი სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო ტურიზმის ადმინისტრაციის დუბლიკატია და ის მხოლოდ არამაზნობრივ ხარჯს გაზრდის, მნიშვნელოვანი დატვირთვა მას ვერ ექნება.


ტურიზმის ადმინისტრაციის მოვალეობას ისედაც წარმოადგენს კურორტების განვითარებაზე ზრუნვა, გარდა ამისა არსებობს მთის კურორტების განვითარებისთვის ცალკე უწყებაც. შესაბამისად, ახალი სსიპ-ის შექმნა, მით უმეტეს დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც რეალური ტურიზმის კუთხით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა, აბსოლუტურად არამიზნობრივი ხარჯია. ზოგადად წინააღმდეგი ვარ ახალი სტრუქტურული ორგანიზაციების შექმნის, როცა პირიქით, უკვე არსებულ ორგანიზაციებში დანახარჯების შემცირება არის საჭირო“,  ამბობს სიდამონიძე.


მთავრობის 20 ივნისს დადგენილების მიხედვითთ, სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაამტკიცებს; მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს ასევე სააგენტოს დირექტორსაც. ახალი სააგენტოს დებულება ეკონომიკის მინისტრმა 2022 წლის 15 ივლისამდე უნდა დაამტკიცოს. 15 ივლისიდან დაიწყებს მუშაობას ახალი სააგენტოც.


„საქართველოში იდენტიფიცირებული და შესწავლილია 300-ზე მეტი კურორტი, ან საკურორტო ადგილი და მოქმედი მხოლოდ 100-ზე მეტია, რომელთაც სწორი განვითარება სჭირდებოდა. თითოეული ამ კურორტის განვითარებისთვის კონკრეტული ადამიანების ჯგუფი გვჭირდებოდა, რომელსაც გარკვეული ლეგიტიმაცია ექნებოდა, რომ სწორად განვითარდეს ეს კურორტები. ცალკე შექმნილი სსიპ ამ მხრივ მეტი ლეგიტიმაციის არის. პრემიერის ხელმძღვანელობით ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გვაქვს დასახული“, — აცხადებს ლევან დავითაშვილი


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up