კურორტ თეთნულდის გახსნამ მესტიაში არსებული სასტუმროების ბიზნესი გამოაცოცხლა

კურორტ თეთნულდის გახსნამ მესტიაში არსებული სასტუმროების ბიზნესი გამოაცოცხლა

person access_time2016-04-20 13:30:44

„კომერსანტი" დაინტერესდა, რა შედეგებით დაასრულა ახლადგახსნილმა კურორტმა თეთნულდმა საკურორტო სეზონი?


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი განმარტავს, რომ კურორტის გახსნამდე რა გათვლაც იყო, გაამართლა. შედეგად, კურორტმა ტურისტების დამაკმაყოფილებელი რაოდენობა მიიღო.

 

მისი თქმით, „თეთნდულდზე " მომავალ წელს სრულად იქნება დასრულებული საბაგიროების მშენებლობა, რაც ბევრად უფრო მეტი ტურისტის მიღების იმედს იძლევა. „ამ დროისთვის სეზონი დახურულია, ახლა ველოდებით თოვლის დნობას, რომ სამუშაოები დავიწყოთ,"-აცხადებს ონოფრიშვილი.

 

მისივე განმარტებით, წელს თეთნულდით უმეტეს წილად უცხოელები იყვნენ დაინტერესებული. მათ შორის იყო 20-მდე ქვეყნის ვიზიტორი. ონოფრიშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ თეთნულდში სასტუმროების მშენებლობა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, ტურისტები მესტიის სასტუმროებით სარგებლობენ, შედეგად, თეთნულდის განვითარება მესტიასაც ავითარებს.


რაც შეეხება მესტიაში არსებული სასტუმროების პოზიციას, მათი უმრავლესობა „კომერსანტთან" საუბარში აცხადებს, რომ ახალი კურორტის გახსნამ მათ ბიზნესის განვითარების და შესაბამისად, შემოსავლების ზრდის პერსპექტივა მისცა.

 

საოჯახო სასტუმრო "სეტის" ხელმძღვანელი დავით ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ კურორტ „თეთნულდის" გახსნა სასტუმროს შემოსავალზე დადებითად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ კურორტს ჯერ დიდი ცნობადობა არ ჰქონდა, სასტუმროში ტურისტების რაოდენობა გასული წლის სეზონთან შედარებით დაახლოებით 30-40 პროცენტით გაიზარდა.



მისი თქმით, ჩამოსული ტურისტები კურორტზე არასაკმარის ინფრასტრუქტურულ ობიექეტებზე საუბრობდნენ, თუმცა, როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, „თეთნულდი" ახალი კურორტია და ყველაფერი წინ აქვს, რაც შეეხება მესტიას, „თეთნულდის" განვითარება მესტიის განვითარებასაც ნიშნავს.


ჟორჯოლიანი აცხადებს, რომ „თეთნულდის" გახსნამ მესტიაში ბიზნესის განვითარების სურვილიც გააჩინა. „ვისაც ცოტა საშუალება აქვს, ახალ საოჯახო სასტუმროებს აშენებს, ან არსებულს აფართოებს. ეს ძალიან კარგია. მეც ვფიქრობ სამომავლოდ ჩემი სასტუმროს გაფართოებას, თუ რა თქმა უნდა შემოსავალი გამეზარდა"-აცხადებს ჟორჟოლიანი.


მისი თქმით, წელს მის სასტუმროში 1 ადამიანის დასვენების ღირებულება საშუალოდ 50-55 ლარია. თუმცა, მისივე განმარტებით, მომავალ წელს შესაძლოა ფასი 5 ლარით გაიზარდოს. ამის მიზეზი ელექტროენერგიაზე ფასის ზრდაა.

 

კურორტ „თეთნულდის" დადებით გავლენაზე საუბრობს საოჯახო სასტუმრო "უშბას" ხელმძღვანელი თეა ჟორჟოლიანიც. მისი თქმით, გასული წლის სეზონისგან განსხვავებით წელს სასტუმროს შემოსავლები 30-40 პროცენტით არის გაზრდილი. ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ წელს ძირითადად მაინც ტუროპერატორები და გიდები სტუმრობდნენ, ასევე უცხოელები, მათ ნახეს რომ მესტიას და კურორტ „თეთნულდს" დიდი პოტენციალი აქვს, შესაბამისად, მომავალ წელს იმაზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან, ვიდრე წელს.

 

ჟორჟოლიანის თქმით, ტურისტების მატებას ხელს შეუწყობს გზა, რომელზეც გზების დეპარტამენტი მუშაობს. კერძოდ, მესტიაში მოხვედრა უკვე ქუთაისიდან იქნება შესაძლებელი, რაც საკმაოდ ამოკლებს გზას. მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ „თეთნულდი" ასეთი პერსპექტიულია, მას და მის ირგვლივ სასტუმროს მფლობელებს, ბიზნესის გაფართოების სურვილი უჩნდებათ.

 

„თეთნულდის" განვითარება პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული მესტიის განვითარებაზე"-აცხადებს ჟორჟოლიანი.


შეგახსენებთ, „თეთნულდის" განვითარების პროექტი საფრანგეთის მთავრობის კრედიტით და საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. საფრანგეთის მთავრობის კრედიტი 18 მილიონი ევროა, საქართველოს მთავრობა კი სულ 100 მილიონი ლარის აქტივობებს ახორციელებს.

 

კურორტის მთლიანი ფართობი 7000 ჰექტარია.


გამოთვლების მიხედვით, კურორტს ერთდროულად შეეძლება მოემსახუროს 4100 მოთხილამურეს, საბაგიროების საერთო გამტარიანობა - 8400 ადამიანი/საათში, კურორტის ტურისტული ტევადობა არის 6806 ადამიანი.



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up