კურიერების სასიცოცხლო მისია უხანში — ფოტოები იზოლირებული ქალაქიდან

კურიერების სასიცოცხლო მისია უხანში — ფოტოები იზოლირებული ქალაქიდან

access_time2020-03-08 19:00:11

უკვე თვეზე მეტია, ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი, ჩინეთის ქალაქი უხანი იზოლაციაშია. თუმცა, ცარიელ ქუჩებში მაინც დაინახავთ მოტოციკლებითა და სკუტერებით მოსიარულე კურიერებს, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტი საქმე და პასუხისმგებლობა აქვთ.

ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხალხი სახლებშია გამოკეტილი და გარეთ გასვლა მხოლოდ მცირე ხნით შეუძლიათ. შესაბამისად, როცა მათ საკვები და სხვა პირველადი საგნები სჭირდებათ, მრავალი მათგანი კურიერებს მიმართავს, რომლებიც საკუთარ თავს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ, რადგან კონტაქტი უწევთ უამრავ მომხმარებელთან.


მომხმარებლებთან ძირითადად მიაქვთ ხილი და ბოსტნეული, მშრალი საკვები და ხშირად, საჩუქრად ვაფლებიც.


გარდა ამისა, სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით მომარაგების მხრივ კურიერებზე არიან დამოკიდებული უხანის საავადმყოფოებიც.


საკურიერო მომსახურების კომპანიები სერვისის შესანარჩუნებლად მაქსიმუმს აკეთებენ. ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ხუბეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის დირექტორმა ქინ ჯუნმა აღნიშნა, რომ ელექტრონული კომერციის კომპანიები პროვინციის მასშტაბით დღეში 22 000 შეკვეთას იღებენ და ახორციელებენ 1337 ტონა პირველადი საჭიროების ნივთების გადატანას.


ჩინეთის უმსხვილესი საკურიერო კომპანიის, JD Logistics-ის განცხადებით, სერვისის შენარჩუნების მიზნით, ეპიდემიის დროს მათ დამატებით 20 000 ადამიანი დაიქირავეს.


უხანში მცხოვრებმა საერთაშორისო ჯილდოების მფლობელმა ერთ-ერთმა ფოტოჟურნალისტმა, რომელმაც ხელისუფლების შიშით ანონიმურად დარჩენა ისურვა, აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოს (NPR) ქალაქშ გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომლებზეც ასახულია მოქმედებაში მყოფი კურიერები.


როდესაც NPR-მ ფოტოჟურნალისტს ჰკითხა, როგორ ახერხებენ კურიერები ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულებას დღეში 8-12 საათის განმავლობაში, ელექტრონულ ფოსტაზე მან მედიასაშუალებას მისწერა — „კურიერები ჭიანჭველები არიან. Მათი შეჩერება არაფერს შეუძლია“.
















1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up