ტურისტული მოსაკრებელი კუნძულ კომოდოზე 1000 დოლარამდე იზრდება

ტურისტული მოსაკრებელი კუნძულ კომოდოზე 1000 დოლარამდე იზრდება

access_time2019-10-03 09:30:19

ინდონეზიის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ კომოდოს დათვალიერების მსურველებს მომავალი წლიდან 1 000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.ინდონეზიის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კუნძულზე ბინადარი იშვიათი სახეობის ვარანებისა და მათი საბინადრო გარემოს გადარჩენას ასახელებს.


აღსანიშნავია, რომ აქამდე კუნძულზე მოხვედრისას ტურისტები მხოლოდ 10 აშშ დოლარს იხდიდნენ.


გადასახადის გაზრდის კიდევ ერთი მიზეზი ტურისტების ნაკადის შემცირებაა. 2018 წელს კუნძულს 176 000 ტურისტი ეწვია, მაშინ როდესაც 2008 წელს კომოდო 44 000-მა სტუმარმა მოინახულა.ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, გადასახადიდან შეგროვებული თანხა ვარანების პოპულაციის გამრავლებას მოხმარდება. ამასთან, ტურისტებისთვის მოეწყობა სპეციალური ცენტრები, სადაც ისინი კუნძულის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გიდების მეშვეობით მიიღებენ.



კუნძულ კომოდოზე ბინადარი ვარანების სახეობა მსოფლიოში ყველაზე დიდია და ხშირ შემთხვევაში მათი სიგრძე 3 მეტრს აღემატება. დღეისათვის მსოფლიოში სულ 1 700-მდე კომოდოს ვარანაა შემორჩენილი. კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია დაცული.


bpn.ge





ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...


მსგავსი სიახლეები

up