კუმისში „არაბული  სოფელი“,  შესაძლოა, აღარ აშენდეს

კუმისში „არაბული სოფელი“, შესაძლოა, აღარ აშენდეს

access_time2019-01-31 13:00:38

კუმისში „არაბული სოფელი“  შესაძლოა, აღარ აშენდეს. როგორც „კომერსანტს“ გარდაბნის  მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის  ხელმძღვანელმა ბექა ონიანმა განუცხადა, მშენებლობაზე  ნებართვას ინვესტორი  ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდება, თუმცა, რა ეტაპზეა პროექტის განხილვა ეკონომიკის სამინისტროში და საერთოდ, მიმდინარეობს თუ არა ამ კუთხით მუშაობა, მისთვის უცნობია.


როგორც ონიანი განმარტავს, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრო მშენებლობის ნებართვას გასცემს, გარდაბნის მუციპალიტეტს ეს წერილობით ეცნობება. 


როგორც ცნობილია, აღნიშნული ტერიტორია   შპს „კუმისი 21-მა 2016 წელს საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით არაბზე გაასხვისა. დღეს „კომერსანტთან“ ტერიტორიის ყოფილი მფლობელი კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ინვესტორები ბოლო ნახევარი წელია არავის უნახავს და ტერიტორიაზე არანაირი აქტივობა არ შეინიშნება. უჩუმბეგაშვილი ფინანსების მიმართულებით პრობლემებს გამორიცხავს, თუმცა, აქვს ეჭვი, რომ ინვესტორებს პრობლემა მიწის ნაკვეთის მიზნობრივ დანიშნულებასთან დაკავშირებით შეექმნებოდათ, რისი შეცვლაც პრობლემურია და მას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.


„როგორც მაქვს ეჭვი, არაბი ინვესტორები შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი, რადგან ეს ტერიტორია არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხოლო პროექტისთვის, რომლის განხორციელებასაც ისინი გეგმავდნენ,  ტერიტორიას არასასოფლო დანიშნულების მიწის  სტატუსი უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ეს ვერ შეცვალეს და გადაიფიქრეს ინვესტიციის განხორციელება,“ აღნიშნავს უჩუმბეგაშვილი.



ერთ-ერთი ვერსიით, ინვესტორებს იქ გასართობი კომპლექსის აშენება უნდოდათ,  მეორე ვერსიით კი სოფლის, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პროექტით იგეგმება 161 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისება.


როგორც „კომერსანტისთვის“ 2017  წლის ივნისში გახდა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორიის 80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით არაბ პირზე გასხვისდა, დანარჩენი 20 პროცენტის მფლობელი კი ეროვნებით  ქართველი ფიზიკური პირია.


რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაასხვისა ქართულმა კომპანიამ მიწები, აღნიშნული კითხვით „კომერსანტმა„  შპს „კუმისი 21“-ს  2018 წლის ივნისში მიმართა. მაშინ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავდა, რომ 2016 წელს ლარის დევალვაციის გამო, კომპანიამ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. „2015 წელს, როდესაც ლარის დევალვაცია დაიწყო, კომპანიას დაახლოებით, 1.5 მილიონი დოლარის სესხი ჰქონდა აღებული. ლარის გაუფასურების გამო, საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მივიღეთ, ამიტომ, კრედიტი რომ დაგვეფარა, იძულებულები ვიყავით მიწა გაგვეყიდა. ჩვენ ეს მიწა არაბული წარმოშობის, საქართველოს მოქალაქეზე გავყიდეთ,“ აცხადებდა  უჩუმბეგაშვილი.


სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 





საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა

საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა
access_time2020-08-05 13:30:13
„როგორც ეკონომიკის მინისტრს არ შემიძლია სიხარულით არ ავღნიშნო, რომ ქუჩაში უკვე გამოჩდნენ პირველი უცხოელი ტურისტები“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული მგზავრების ¾ ტურისტები არიან, რადგან საქართველო მიმზიდველობასთან ერთად უსაფრთხოებითაც გამოირჩევა. თურნავას განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით აგვისტოსა დ ა სექტემბრის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს
access_time2020-08-05 12:10:50
„კომერსანტმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ბეირუთის ტელევიზიის მასალა. ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ჰყავდა 2 750 ტონა „სელიტრას“ (ამონიუმის ნიტრატის) დეტონაციის გამო მოხდა, რომელიც 2014 წელს Rhosus-ის გემიდან იყო ჩამოტვირთული. ეს ინფორმაცია, ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ LBCI არხმა (ბეირუთის ტელევიზია) გადმოსცა. როგორც Rhosus-ის მეზღვაურები ამტკიცებენ, გემის მფლობელი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი იყო. 2014...

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე
access_time2020-08-05 11:35:43
2020 წლის 03 აგვისტოს, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულადუარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ...

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - მიხეილ ჩხენკელი

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - მიხეილ ჩხენკელი
access_time2020-08-05 11:45:34
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება. მისივე თქმით, ასევე ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა უნივერსიტეტებშიც. „დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც. დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის...

BAG-ის წევრი კომპანიების საინვესტიციო გეგმები შეცვლილია - 2020 წელს დაგეგმილზე ნაკლები ინვესტიცია განხორცილედება

BAG-ის წევრი კომპანიების საინვესტიციო გეგმები შეცვლილია - 2020 წელს დაგეგმილზე ნაკლები ინვესტიცია განხორცილედება
access_time2020-08-05 11:30:59
BAG ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 43% აცხადებს, რომ 2020 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2019 წელთან შედარებით ნაკლები იქნება, ზრდას კი გამოკითხულთა 29% პროგნოზირებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება 2019 წლის ბოლოს არსებულ გეგმებთან შედარებით. კერძოდ, 2019 წლის ბოლოს, რესპონდენტთა 59% გეგმავდა ინვესტიციების გაზრდას 2020 წელს. კორონა ვირუსის გავრცელების ფონზე შექმნილი...


მსგავსი სიახლეები

up