"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

access_time2019-04-02 22:35:11

კვერცხის მწარმოებელი კომპანია "კუმისის" დამფუძნებლის ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, მეფრინველეობის დარგი ვეღარ ძლიერდება, ხელისუფლება კი ამ მიმართულებით არანაირ ნაბიჯებს არ დგამს. 

უჩუმბეგაშვილი ერთ-ერთ პრობლემად საგადასახადო კოდექსს ასახელებს, სადაც არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ქათმის ხორცი და კვერცხი დღგ-სგან არ თავისუფლდება, რაც ადგილობრივ წარმოებას ხელს უშლის. 

მისივე თქმით, ამ კვირაში ამ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაც განიხილება. 

უჩუმბეგაშვილის განცხადებით, თუ მეფრინველეობის დარგში ცვლილებები არ იქნება, მას თანამშრომლების შემცირება და იმპორტზე გადასვლა მოუწევს. 

"ვეღარ ვძლიერდებით, აღარ გვაქვს ხვალინდელი დღის იმედი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ხუმრობითაც რომ ვთქვა, ბავშვობაში როცა რაღაცას გაძალებენ, ეს პროდუქტი გძულდება ხოლმე. რაღაც ასე მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ, იმიტომ რომ სულ ყველას რაღაც ანტიპატიური დამოკიდებულება აქვს კვერცხის მიმართ. როგორ განვითარდება დარგი, როცა საგადასახადო კოდექსში არის ჩანაწერი, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან, გარდა ქათმის ხორცისა და ქათმის კვერცხისა. ჩვენ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც ამ კვირაში უკვე შევიტანთ, თუმცა რა შედეგი დადგება ვერაფერს ვერ გეტყვით. დღეს ჩემთან დასაქმებულია 150 კაცზე მეტი, გავუშვებ მინიმუმ 130-135 კაცს სახლში, მადლობას ვეტყვი გაწეული სამუშაოსთვის და გადავალ იმპორტზე", - აცხადებს "კუმისის" დამფუძნებელი.


bmg.ge




თეგები:
კუმისი



ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...


მსგავსი სიახლეები

up