რატომ ინგრევა “აზარიანცის სახლი“ - „სილქ როუდ ჯგუფის“ პასუხი “კომერსანტს

რატომ ინგრევა “აზარიანცის სახლი“ - „სილქ როუდ ჯგუფის“ პასუხი “კომერსანტს

access_time2019-02-06 20:30:36

თბილისში, რუსთაველის 37-ში მდებარე ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილია როგორც ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახლი, დანგრევის პირასაა. ერთ ადგილას უკვე ჩამოიშალა სკუპლტურული კომპოზიცია. მალე სხვებიც მიჰყვება, რადგან ყველა მათგანი დაბზარულია. ეს თბილისისთვის დიდი უბედურება იქნება, — წერს სოციალურ ქსელში ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი.

კომერსანტი შეეცადა გაერკვია, ვის ეკუთვნის და  ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ისტორიული ნაგებობა, რომელიც 20-ე საუკუნეში საქართველოში პირველი ბიზნესცენტრი გახდა,  21-ე საუკუნეში დანგრევის პირასაა.  

 



როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, აზარიანცის სახლი  „სილქ როუდ ჯგუფში“ საკუთრებაშია და რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელიც კერძო კომპანიაა. 


როგორც კომარსანტმა გაარკვია  შენობის დაახლოებით 70% „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წელს შეიძინა და საინვესტიციო კომპანიამ შენობაში მაცხოვრებლების ბინების გამოსყიდვაც ამავე წლიდან  ეტაპობრივად დაიწყო.


„სილქ როუდ ჯგუფის“ ინფორმაციით, გამოსყიდვაში გადახდილმა თანხამ დაახლოებით 15 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა რამდენიმე ფართის მფლობელს შენობა ჯერ არ დაუტოვებიათ და  რეკონსტრუქციას ხელს სწორედ ეს ფაქტი უშლის. 


 



„გარკვეული ფართები, რომელიც კომპანიას ეკუთვნის, ჯერაც არ არის ფიზიკურად გამოთავისუფლებული და დაკავებულია, მაგალითად, პანტომიმის თეატრის მიერ.  ამას გარდა, შენობაში არის ფართები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და ასევე ფართები, რომელსაც სხვა კერძო პირები ფლობენ. საერთო ჯამში, შექმნილი ვითარება ართულებს ინვესტორების მოზიდვის პროცესს შენობაში საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად, რადგანაც ეს ერთიანი პროექტი უნდა იყოს“, - აცხადებენ „სილქ როუდ ჯგუფში“.


 

„სილქ როუდ ჯგუფმა“ განცხადება შეიტანა ბარელიეფის რეკონსტრუქციის მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ მფლობელთა უახლოეს გეგმებში ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია არ შედის.


„თბილისის მერიაში შეტანილია შენობაზე განთავსებული ბარელიეფების რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი და ველოდებით ნებართვას. თუმცა, ეს მხოლოდ ფასადის აღდგენით სამუშაოებს ეხება და არ ნიშნავს შენობის სრულ რეაბილიტაციას. შენობის მასშტაბური რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს სარდაფების გაწმენდას, ნაგვის გატანას, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწყობას და საძირკვლის გამაგრებას, საჭიროებს ყველა მესაკუთრის და ასევე სახელმწიფოს ფინანსურ ჩართულობას. ამასთან, აუცილებელია, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ და თბილისის მერია“, -განმარტავენ „სილქ როუდ ჯგუფში“.

 




 



როგორც კომერსანტმა გაარკვია, შენობა შეტანილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა ნუსხაში, რაც, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ჩარევის მკაფიოდ განსაზღვრულ ფორმას გულისხმობს.

 

„შენობის მაღალმხატვრული ღირებულების გამო მისი რეაბილიტაცია ფაქიზ, მეთოდოლოგიურად გააზრებულ და გამართულ სარესტავრაციო პოლიტიკას მოითხოვს. გამომდინარე იქიდან, რომ შენობა საკმაოდ მასშტაბურია და ამავდროულად მასში სინთეზურად არის გაერთიანებული არქიტექტურის და ქანდაკების საკმაოდ რთული კომბინაცია, ის საჭიროებს ჩარევის ზუსტი ფორმის გააზრებას, რაც მისი ავთენტურობის შენარჩუნებისკენ იქნება მიმართული. ეს ნიშნავს, რომ სარესტავრაციო მეთოდოლოგიის განსაზღვრა უნდა დაეფუძნოს რთულ, მრავალდისციპლინარულ კვლევებს“, - განუცხადეს კომერსანტს „სილქ როუდ ჯგუფში“  .


აზარიანცის სახლი  სახლი სომეხმა მეწარმემ 1912 წელს პეტერბურგელ ნიკოლაი ობოლონსკის დაუკვეთა, რომელმაც მშენებლობა 3 წელიწადში, 1915 წელს დაასრულა.


ამ ცნობილ არქიტექტორს თბილისში სხვა შენობა აღარ აუგია. თუმცა, მისთვისაც ძალიან დიდი გასამრჯელო აუღია.
შენობა, პრაქტიკულად, თბილისის პირველი ბიზნესცენტრი გახდა. აქ იყო თეატრი, მაღაზიები, აფთიაქი, დაწესებულები, მცირე სასტუმრო და სხვა. ასევე, ის იყო პირველი ნაგებობა, რომელსაც დამოუკიდებელი გაყვანილობები (წყალსადენი, ელექტროობა) და იმ დროინდელ თბილისში ყველაზე დიდი მიწისქვეშა სადგომი ჰქონდა.


რაც შეეხება შენობის მორთულობას, ჩეხმა ნოვაკმა შეასრულა და იმთავითვე ქალაქის გამორჩეული ნაგებობის სახელი მოიპოვა.
ამ შენობას არაერთი ლეგენდა, მითქმამოთქმა და თავგადასავალი უკავშირდება.


ერთი გადმოცემა იმასაც ამბობს, რომ მელიქ-აზარიანცი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბში დაიმალა, კარი ჩაეკეტა და ჩარჩა. ამიტომ, ამას მიაწერენ ამბავს, რომ სარდაფში თითქოსდა, ერთ ადგილას კაკუნის ხმა ისმის. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მეწარმეს საბჭოთა რეჟიმმა სახლი და ქონება ჩამოართვა. ის იმავე სახლის 1 პატარა ოთახში დატოვეს და 1923 წელს სიღარიბეში გარდაიცვალა.


100 წელიწადში ამ შენობის სამჯერ დანგრევა სცადეს და ყოველთვის გადარჩა. ახლა კი, ის უყურადღებობით ინგრევა. თბილისს ერთ-ერთი ლამაზი და ისტორიული სახლი ხელიდან ეცლება და ამის დაშვება ყოვლად გაუმართლებელია, — წერს გოგა ჩანადირი.




ფოტო: გოგა ჩანადირი

ბაჩო ადამია





გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up