კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნული  სააგენტო  არქეოლოგიური  კვლევა-ძიების დარგში  ტეიკიოს უნივერსიტეტთან ურთიერთობის   ახალ  ეტაპზე გადასვლას  გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური კვლევა-ძიების დარგში ტეიკიოს უნივერსიტეტთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს

access_time2019-01-11 16:00:19

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური კვლევა-ძიების დარგში ტეიკიოს უნივერსიტეტთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს. როგორც „კომერსანტს“ სააგენტოდან აცნობეს, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ცენტრთან პარტნიორობის გაღრმავების მიზნით ახლო მომავალში სახელმწიფო უწყება ხელშეკრულების დოკუმენტს გააფორმებს, რომელიც თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს. მხარეთა შორის თბილისში შემდგარი შეხვედრებისას უკვე განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომელშიც ქართველ მკვლევარებთან ერთად იაპონელი მეცნიერებიც ჩაერთვებიან.


წინასწარი შეთანხმების საფუძველზე უკვე გადაწყდა, რომ სახელშეკრულებო პროგრამის ფარგლებში იაპონური მხარე მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნოქალაქევის ისტორიული მუზეუმის ბაზაზე მძლავრი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიების ტექნიკური აღჭურვის პროცესს უზრუნველყოფს. ახლადამოქმედებული ლაბორატორიები გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველში გამოვლენილი მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური რესტავრაციისა და ქიმიური ანალიზის პროცესებს მოემსახურება.



ხელშეკრულების გაფორმებამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იაპონურ სამეცნიერო ცენტრთან 2018 წელს გაფორმებული ოთხმხრივი მემორადუმის ფარგლებში გააგრძელებს ურთიერთობას, რომელიც ასევე პროგრამული ხასიათისაა. პროგრამა სახელწოდებით „აბრეშუმის გზა" ტეიკიოს უნივერსიტეტთან და სააგენტოსთან ერთად, საქართველოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობას მოიცავს და 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებს. პარტნიორობის საფუძველზე აღნიშნული ინსტიტუციები უკვე ახორციელებენ მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთობლივი რესტავრაციისა და ქიმიური სამეცნიერო კვლევის სამუშაოებს. აქტიურ ფაზაშია მხარეთა სამუშაო პროცესი, რომელიც არქეოლოგიური მიმართულების განვითარებასა და ქართული ღვინისა და მევენახეობის ეთნოგრაფიულ შესწავლას უკავშირდება. ამოქმედებულია სასწავლო- გაცვლითი პროგრამა ქართველი სტუდენტებისა და უწყებრივი თანამშრომლებისთვის.


ტეიკიოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია იაპონიაში, რომელიც 1966 წელსაა დაფუძნებული. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი 27 000 სტუდენს აერთიანებს.









"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up