კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული თამაშის დიდგორი ბიუჯეტი 150 000 ლარია

კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული თამაშის დიდგორი ბიუჯეტი 150 000 ლარია

access_time2022-02-08 19:30:52

კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული თამაშის “დიდგორი“ ბიუჯეტი 150 000 ლარია და მის შექმნაში მონაწილეობას 32 ადამიანი იღებს     ამის შესახებ ინფორმაციას კონკურსში გამაჯრვებული კომპანია „სილესტიალ დიმენშენი“ ავრცელებს, მათივე ინფორმაციით თამაში მიმდინარე წლის მაისში გამოვა.


“კომერსანტი“  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ



 დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა ჩვენი პროექტის „ძლევაი საკვირველის“ ფარგლებში შექმნილი კომპიუტერული თამაშის თრეილერი, რომელიც მხოლოდ დასაწყისია იმ სიახლეების, რომელსაც მომავალში ჩვენი გუნდი ამზადებს.

  

საზოგადოების მზარდი ინტერესიდან გამომდინარე გაგაცნობთ ზუსტ ინფორმაციას რომელიც უშუალოდ პროექტის მიმდინარეობას ეხება და დავაზუსტოთ ზოგიერთი დეტალი. 

 

ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში„ ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“  და სტარტი აიღო 2021 წლის 12 აგვისტოს, რომლის პირველი ფაზა დასრულდა 25 დეკემბერს, ხოლო მეორე ფაზა გაგრძელდება მაისის დასაწყისამდე. 


პროექტის შექმნაში მონაწილეობას იღებს 15 განსხვავებული პროფესიის 32 ადამიანი.


თამაშის ბიუჯეტი: 150 000 ლარი .

  


მოულოდნელი ექსესების და ტექნიკური შეფერხებების ფონზე, რომელიც ძირითადად პანდემიით იყო განპირობებული პროექტმა ორი თვით გადაიწია და თამაშის სრული ვერსიის რელიზი მაისში იგეგმება.

  


ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური და შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მოიცავს რამდენიმე თემატური ვიდეორგოლის შექმნასა და თამაშის ვიზუალური მხარის დახვეწას, რომელშიც დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა იქნება გადმოცემული. 

  

თამაშის ჟანრი და სპეციფიკა: რეალური დროის ტაქტიკა, რიგითობაზე დამყარებული სტრატეგია, კამერის იზომეტრიული ხედვის პრინციპით. იგი შეიქმნება Unreal Engine 4 -ის ბაზაზე. 

  


თამაში დარელიზდება Steam პლატფორმაზე, ხოლო პროექტის წარმატებაზეა დამოკიდებული შესაძლებელი იქნება თუ არა თამაშის ონლაინ ვერსიის შექმნა, ხოლო ვიდეოთამაში გამოსვლის დღიდან ქართული საზოგადოებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. 

  

თამაში მოიცავს ერთ ბრძოლას და მთლიანად ორიენტირებულია დიდგორის ბრძოლის ავთენტურ გადმოცემაზე და ვიზუალიზაციაზე. 

   

აქვე ვაზუსტებთ: წარმოდგენილ თრეილერს არანაირი კავშირი არ აქვს თამაშის გეიმფლეისთან და წარმოადგენს თემატურ ვიდეორგოლს.  

  

გთხოვთ ნუ აყვებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და დაელოდეთ თამაშის საბოლოოდ გამოსვლას.


გმადლობთ ყურადღებისთვის!“ ნათქვამია განცხადებაში





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up