საკონსერვო კომპანია „კულა“ ცხვრის კონსერვს აღარ გამოუშვებს. კომპანია ასორტიმენტის გააფართოებს გეგმავდა, თუმცა საბაზრო კვლევის შედეგად ცხვრის ხორცზე მცირე მოთხოვნის გამო გადაიფიქრა და საკონსერვო კომპანიამ, მხოლოდ მოთხოვნადი პროდუქტების, საქონლისა და თევზის კონსერვის რეალიზაცია დაიწყო,- ამის შესახებ კომერსანტს კომპანია კულას დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა.
მისი განცხადებით, კომპანია მხოლოდ თევზისა და საქონლის ხორცის კონსერვებს აწარმოებს.
„პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში უკვე იყიდება და თან საკმაოდ წარმატებულად. რაც შეეხება ცხვრის ხორცის კონსერვნს, ბაზრის მოკვლევის შემდეგ დავინახეთ, რომ მასზე მოთხოვნა არ არსებობს და არც ჩვენ გავრისკეთ.“- ამბობს გოგლიძე.
კომპანიას აღნიშნული ხაზის ამოქმედება ჯამში 2 მილიონი ლარი დაუჯდა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივებისგან იბარებს. კონსერვები 400-480 და 500-გრამიან თუნუქის და მინის ქილაშია. რაც შეეხება ფასს, გოგლიძე ამბობს, რომ 400-გრამიანი საქონლის ხორცის კონსერვის ფასი 3.70 ლარიდან იწყება.
შეგახსენებთ, კომპანია „კულამ“ ქარხანა სადაც კონსერვებს აწარმოებენ გორის რაიონში, სოფელ კარალეთში გახსნა.
ნათია ლომიძე