“კულა“ უკრაინიდან თაფლის შემოტანას უარყოფს - რომელ მეფუტკრეებს გაუფორმებს კომპანია ხელშეკრულებას

“კულა“ უკრაინიდან თაფლის შემოტანას უარყოფს - რომელ მეფუტკრეებს გაუფორმებს კომპანია ხელშეკრულებას

access_time2019-02-06 15:30:33

„კულას“ დირექტორი ივანე გოგლიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, საქართველოში უკრაინულ თაფლს შემოიტანს.


როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ტენდერიდან კომპანია „ვ.ტ“ -ს დისკვალიფიკაციის მიზეზი რუსული თაფლი გახდა, დღეს კი ქართველი მეფუტკრეები დაუდასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე ეჭვს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა, „კულამ“, ადგილობრივის ნაცვლად, უკრაინიდან შემოტანილი თაფლი გამოიყენოს. ამის შესახებ მეფუტკრეებმა განცხადება კომერსანტის საშუალებით გაავრცელეს.



უცხოეთიდან შემოტანილი თაფლი იბეგრება დღგ-თი, საქართველოში წარმოებული თაფლი არ იბეგრება. თაფლის შემოტანას არ ვაპირებთ და არც გვინდა. ტენდერში  განაცხადი გვაქვს გაკეთებული, რომ ქართულ თაფლს შევიტანთ,“ - განმარტავს ივანე გოგლიძე.


განცხადებაში საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება აღნიშნავს იმასაც, რომ მზადაა ითანამშრომლოს “კულასთან“ და დაეხმაროს მას შესყიდვების გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვაში. თუმცა, მეფუტკრეები აცხადებენ, რომ კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.

“კულას“ დირექტორი “კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ ქართველ მეფუტკრეებთან დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს. ტენდერი ახლა შერჩევის ეტაპზეა და იმ შემთხვევაში, თუ “კულა“ სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვებს, კომპანია განცხადებას გაავრცელებს, სადაც ქართველ მეფუტკრეებს თანამშრომლობას შესთავაზებს.


„თაფლი უნდა იყოს შემოწმებული და ლაბორატორიულად უნდა იყოს  დასკვნები გაკეთებული. ამიტომ, ვისაც ურთიერთობა უნდა ჩვენთან, ვთხოვთ, რომ წარმოადგინონ ნიმუში და შესაბამისი დასკვნა, რომ პროდუქტი არის ნატურალური. მემორანდუმი უკვე გაფორმებულია რამდენიმე მომწოდებელთან. ესენი არიან კახეთის რეგიონიდან, რაჭიდან. ახლა ვეძებთ წალენჯიხის, ჩხოროწყუს, სენაკის თაფლს. ჩვენ გვინდა ყველა რეგიონიდან შევისყიდოთ. ვინ მოგვიტანს თაფლს, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იყოს ქართული. მემორანდუმი მომწოდებლების დაახლოებით 50 პროცენტთან უკვე გაფორმებულია, დარჩენილ 50 პროცენტს  კი დაახლოებით  მაისში გავუფორმებთ,“ - განმარტავს ივანე გოგლიძე.

 

“კულას“ დირექტორი “კომერსანტს“ იმ კონკრეტული მეფუტკრეების სახელებს და გვარებს უსახელებს, ვისთანაც ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულებას გააფორმებს.

 

რაჭა

მეფუტკრეთა კოოპერატივი (11 მეფუტკრეა გაერთიანებული) - “რაჭის ნატურალური პროდუქტი“ 


ჯანო გაგოშიძე - მეფუტკრე

ირაკლი დვალაძე - მეფუტკრე

გურია

გიორგი მამალაძე - მეფუტკრე

თამაზ ღლონტი მეფუტკრე

კახა მოისწრაფიშვილი მეფუტკრე

კახეთი

კომპანია “ვიქტორია“

ელიზბარ წყალობაშვილი - მეფუტკრე

ზურაბ დავითაშვილი - მეფუტკრე

იასონ დავითაშვილი - მეფუტკრე

ნიკო პეტრიაშვილი - მეფუტკრე

 

სამეგრელო

შპს “ფუტკარა“ - კომპანია თაფლს აგროვებს მარტვილში, სენაკში, ჩხოროწყუში.

 

“შიდა ქართლს აღარ ჩამოვთვლი, რადგან ჩვენი საწარმო შიდა ქართლშია და ყველა მეფუტკრეს ვიცნობთ და ყველასგან მივიღებთ თაფლს, ვნახოთ, როგორი ხარისხი ექნებათ.

 სანამ ტენდერი ჩატარდებოდა, ამ ადამიანებთან მანამდე მქონდა ურთიერთობა, მათი თხოვნით მივიღე მონაწილეობა. ინდივიდუალურად ვერც კოოპერატივი და ვერც ცალკე მეფუტკრე ტენდერის პირობებს ვერ დააკმაყოფილებდა. ამ ადამიანებისგან დაახლოებით 50 ტონა თაფლის მარაგას ვიღებ. ვცდილობ, რომ ყველა რეგიონიდან ავიღო თაფლი, ასეთი გეგმა მაქვს და ვნახოთ, - განაცხადა ივანე გოგლიძემ.


ქართული თაფლი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გევრდზე განთავსდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ   საქართველოს მთავრობას 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსული თაფლი უნდა შეესყიდა. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს   სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ხოლო 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენდა.

 

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვეოდა, რომ შპს „ვ.ტ“, რომელმაც ყველაზე დაბალი თანხა 14 ლარი დააფიქსირა 1 კგ თაფლზე თაფლის იმპორტს რუსეთიდან განახორციელებდა. ამ თემაზე კომერსანტი აქტიურად მუშაობდა. სწორედ ჩვენს გამოცემას განუცხადეს პირველად ქართველმა მეფუტკრეებმა, რომ, თუ სახელმწიფო რუსულ თაფლს შეისყიდდა, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავდნენ.



ბაჩო ადამია






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up