კულა, მარნეულის სასურსათო ქარხანა, ფუდსერვისი და ა.შ. - კომპანიები, რომლის პროდუქტშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა

კულა, მარნეულის სასურსათო ქარხანა, ფუდსერვისი და ა.შ. - კომპანიები, რომლის პროდუქტშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა

access_time2019-08-15 19:00:36

„ეს არის აბსოლუტური ტყუილი, არასდროს საღებავი არ გამოგვიყენებია“, - ასე აფასებს საკონსერვო კომპანია „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „კომერსანტთან“ საქართველოს “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებს, რომლის მიხედვითაც კულას წითელ და კლასიკურ ტყემალში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. ვანო გოგლიძის თქმით, ან კვლევის დამკვეთი ტყუის, ან ის ლაბორატორია, სადაც კვლევა ჩატარდა.


„ნებისმიერ მაღაზიაში მივიდეთ, ავიღოთ ნიმუში  მე მზად ვარ საუკეთესო ლაბორატორიაში წაიღონ ჩემი ტყემალი და შეამოწმონ, ამ ყველაფრის ღირებულებას გადავიხდი მე, მაგრამ თუ ეს არ აღმოჩნდა სიმართლე, შემდეგ თანხა დამიბრუნონ. ჩვენთან ისეთი წითელი ტყემალია საღებავი საერთოდ არ სჭირდება, ბუნებრივად საღებავად ითვლება წითელი ტყემალი. არ ვიცი ვინ რაში აწყობს ეს, ან ვიღაცამ რაღაცაზე მთხოვა ფული და არ მივეცი და უკმაყოფილოები არიან ჩვენით, რადგან ბევრი მოდის ზოგს რეკლამა უნდა, ზოგს რაღაც სხვა უნდა და ა.შ. როგორც ვიცი მარნეულის სასურსათო ქარხანაც ეწერე სიაში, მე არ მგონია რომ მარნეულს გამოეყენებინოს საღებავი. ჩემი აზრი ესაა, დანარჩენი მომხმარებელმა განსაზღვროს“, - განაცხადა ვანო გოგლიძემ.

 

საკითხს ეხმაურება მარნეულის სასურსათო ქარხანა, კომპანია  წითელი ტყემლის გაყიდვას აჩერებს,  ამასთან დაკავშირებით მარნეულის სასურსათო ქარხანა სპეციალურ განცხადებას facebook— ზე ავრცელებს.

 

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნდა საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, სადაც მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმოჩენილია საკვები პროდუქტებისთვის დაუშვებელი ნივთიერება. ამ ჩამონათვალში მოხვდა ჩვენი ქარხნის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროდუქტი.

 

სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია. ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი. ჩვენ ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გავაგზავნით საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში, რისი დიდი გამოცდილებაც უკვე გვაქვს, დაველოდებით მათ პასუხს და შედეგებს ვაცნობებთ მომხმარებელს. პასუხებამდე ვაჩერებთ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციას. ჩვენი კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის“, – აღნიშნულია განცხადებაში.


საქართველოს “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან არასაკვები საღებავი 6 პროდუქტში  აღმოჩნდა. ორგანიზაციის მიერ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები, რომელიც გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გაიგზავნა.


 

 

 გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, სადაც სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“  ინფორმაციით არასაკვები საღებავი აღმოჩნდა:

 

 

  • შპს „გსქ კულა“ -ტყემალი წითელი, კლასიკური;

 

 

  • შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა - ტრადიციული წითელ ტყემალი;

 

 

  • შპს „ფუდსერვისი“ ტომატის საწებელი Supremo;

 

 

  • შპს „ეს“ - ეს აჯიკა;

 

 

  • შპს Soledo - ჩილი სოუსი ცხარე;

 

 

  • თეთნულდი - მშრალი აჯიკა

 

 

“სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინფორამციით, მართალია, არასაკვები საღებავები სურსათში უმეტესად მცირე ოდენობითაა აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას.

 

 

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ.

 

 

კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას“,-ნათქვამია “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადებაში.


ბაჩო ადამია





ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი
access_time2019-12-06 20:30:49
ხშირად ამბობენ, რომ არმიას ისრაელის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.  „Start up nation” -  წიგნის დიდი ნაწილი დათმობილია ტექნოლოგიურ სიახლეებსა და გამოგონებებზე, ხოლო ყველა მათგანში აღწერილია, თუ როგორ აღმოჩნდნენ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდები სამხედრო წარსულით, ტექნოლოგიური ფრონტის წინა ხაზებზე და წლების განმავლობაში გამოიმუშავებდნენ უნიკალურ უნარებს. სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ  მიღებული გამოცდილების გამოყენებით ისნი ან...

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება
access_time2019-12-06 16:30:18
საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა. „Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე...

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო
access_time2019-12-06 17:30:34
„2020 წლის ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და ყველაფერი კეთდება დროის მოგებისთვის, რათა არ შევიდეს ცვლილებები ამ ბიუჯეტში“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრას.პარლამენტარი აცხადებს, რომ მთავრობას შეხვედრა შეხვედრისთვის კარგად გამოსდის. მისი თქმით, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინია შექმნილი, რომ პრემიერსა და კლინიკებს შორის ძალიან კარგი შეხვედრა...

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“
access_time2019-12-06 14:30:03
„ნებისმიერი მხარისთვის ფინანსურად მომგებიანია წყნარი, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ნებისმიერი რყევა იწვევს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ მათ არ იციან, რა იქნება ხვალ. ეს კი ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბარიც. ეს საკმაოდ მტკინვეული საკითხია, იგი ბევრად უფრო დახვეწილი და ოპერატიული უნდა იყოს, უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს ბიზნესდავების მოგვარება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს...


მსგავსი სიახლეები

up