„კუბი კონტექსტში“ - ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში გაიხსნება

„კუბი კონტექსტში“ - ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში გაიხსნება

access_time2021-04-01 13:50:00

„კუბი კონტექსტში“ მულტიდისციპლინარული სახელოვნებო სივრცეა, რომელიც მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში, თანამედროვე ხელოვნების გალერეას და საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის.


იდეა თანამედროვე მხატვრებს, ვასილ მაჭარაძეს და კოკა ვაშაკიძეს ეკუთვნით. ათწლეულის წინ დაწყებული პროექტი, იდეის ავტორებთან ერთად, კინომცოდნე ანუკა ლომიძის, ფოტოგრაფ ანა გოგუაძის და არქიტექტორ თორნიკე აბულაძის თანამშრომლობით განვითარდა.


2018 წლიდან კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის იდეის პირველი მხარდამჭერი თბილისის მერია გახდა, რომლის დახმარებითაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.


თიბისი პირველი კერძო კომპანიაა, რომელმაც მეგობრის სტატუსით მხარი დაუჭირა სახელოვნებო სივრცეს, რომლის მიზანიც კულტურული დიალოგის წარმოება, თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა, ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობაა.


პროექტის ძირითადი მიზნებია:



· მზიურის ტერიტორიაზე არსებული საბაგირო სადგურისთვის ფორმის შენარჩუნება და მისი ახალი ფუნქციური დატვირთვა;


· თანამედროვე ხელოვნების საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრირება და განსხვავებულ ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმართვა;


· თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტებისა და მკვლევარებისთვის სამუშაო გარემოს შექმნა.


· პარკის ახლებურად დანახვა, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთება და მწვანე სივრცეების, როგორც სამუშაო თუ კულტურულ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელების ადგილად ქცევა.


რეკონსტრუქციის შემდეგ, „კუბი კონტექსტში“ იფუნქციონირებს, როგორც სოციალური საწარმო. პროექტის მიხედვით, პირველ სართულზე გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების გალერეა, მეორე სართულზე მოეწყობა საერთო სამუშაო სივრცე, კუბის გარშემო ტერიტორია კი, დაეთმობა შემეცნებით-კულტურულ აქტივობებს.



NS



თეგები:
თიბისი



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up