KTW  ჯგუფი ყვარელში ქინძმარაულის ღვინის სოფელს ააშენებს

KTW ჯგუფი ყვარელში ქინძმარაულის ღვინის სოფელს ააშენებს

access_time2021-03-13 11:00:22

„ყვარელში ქინძმარაულის ღვინის სოფელი აშენდება“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „აგროსექტორში“ „KTW ჯგუფის“ დამფუძნებლმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისი განმარტებით „KTW ჯგუფისთვის“ ეს ერთგვარი გამოწვევაა.


„ამაზე მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, გადაწყვეტილებაც მიღებული გვაქვს, პროექტირება დასრულებულია. ეს არის ევროპული გამოცდილების და ქართული ტრადიციის ნაზავი. ნაფიქრი გვაქვს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მის ბუნებრივ ლანდშაფტზე, თბილისიდან დაშორებაზე, ზღვის დონიდან სიმაღლეზე, ბრენდულობაზე. გავითვალისწინეთ ყვარლის და ქინძმარაულის ზონის მიმართ საზოგადოების ინტერესი. ვიფიქრეთ იმაზეც, რომ ქინძმარაული გაყიდვების ლიდერია. პანდემიის გამო დაგეგმილი სამი გამოფენა ჩაგვეშალა, მეზობელ ქვეყნებში სადილერო კომპანიებთან გვქონდა მოლაპარაკებები, რომლებმაც საკმაოდ მაღალი ინტერესი გამოხატეს და გვეგონა, რომ ეს ინტერესი პანდემიის შემდეგ შეიცვლებოდა,თუმცა ასე არ მოხდა და დაინტერესება ისევ დიდია“ -  აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.


ჩხაიძის განცხადებით ქინძმარაულის ღვინის სოფელს სექტორულად დაყოფილი ვილები ექნება, გარდა ამისა სოფელში განთავსდება მარანი, ძალიან ბევრი ქართული ჯიშის საგამოფენო ვაზი. ჩხაიძის თქმით, ქინძმარაულის ღვინის სოფელს სამი კომპონენტი გამოარჩევს.



„ 1.ინვესტორი რომელიც შეიძენს ვილას, მას შატო ქინძმარაული მოემსახურება და ყოველ წელს სხვადასხვა ჯიშის 200 ბოთლ ღვინოს საჩუქრად გადასცემს, რომელსაც ინვესტორის სახელი და გვარი დაეწერება.  ჩხაიძის განმარტებით, ინვესტორს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ყურძნის დაკრეფის, დაწურვის და ეტიკეტირების პროცესში იყოს ჩართული.

2. გარედან შემოსულ სტუმარს ექნება შესაძლებლობა, რომ დაათვალიეროს ვენახები, დააგემოვნოს ღვინო და ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი. ამას გარდა, ქინძმარაულის ღვინის სოფელი მომხმარებელს ტურებს, რესტორანს და სხვადასხვა საკვებ ობიექტს შესთავაზებს.

3.ქინძმარაულის სოფელში არსებული ბიზნეს ცენტრი ახალგაზრდებს მასტერკლასებს შესთვაზებს.


KTW ჯგუფი იღებს ვალდებულებას რომ წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ახალგაზრდებს შესთავაზოს მასტერკლასი, რომელსაც ცნობილი მეღვინეები, როგორც საქართველოდან ასევე სხვა ქვეყნებიდან ჩაატარებენ. ეს მასტერკლასები ახალგაზრდა თაობისთვის იმდენად საინტერესო იქნება, რომ დამსწრეთაგან უმეტესობა მეღვინე გახდება“, -  აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up