KTW ჯგუფი მარტში 50 მილიონიანი პროექტის „ეკო სოფლის“ მშენებლობას იწყებს (ფოტოები)

KTW ჯგუფი მარტში 50 მილიონიანი პროექტის „ეკო სოფლის“ მშენებლობას იწყებს (ფოტოები)

access_time2021-01-28 11:00:01

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2021 წლის მარტიდან ეკო სოფლის „ქინძმარაულის ღვინის სოფლის“ მშენებლობას იწყებს.

 

KTW ჯგუფის დამფუძნებლის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ყვარელში ეკო სოფელი KTW ჯგუფის შვილობილი კომპანიის KTW Development-ისა და ცნობილი ფრანგული არქიტექტორული კომპანიის BPM Architectes-ის ერთობლივი პროექტია. BPM Architectes-ი ღვინის თემატიკის მსხვილი პროექტების მშენებლობით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოდან, „ქინძმარაული ღვინის სოფელი“ სწორედ ამ კომპანიის პირველი პროექტია საქართველოში.

 

„მიმდინარე წლის მარტიდან დავიწყებთ ეკო სოფლის მშენებლობას. ამ ეტაპზე სხვადასხვა სამუშაოების დაპროექტების ფაზაში ვართ, ეს არის ჰიდროლოგია, გეოლოგია, აზომვითი ნახაზები და სხვა. ასევე ველოდებოდით პროექტის საბოლოო ვერსიას ცნობილი ფრანგული არქიტექტორული კომპანიის BPM Architectes-ისგან. მზად გვაქვს უკვე არქიტექტურული მოდელი თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული ეკო სოფელი.


სოფელი 35.5 ჰა ტერიტორიაზე გაშენდება. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ ვილებს და 9 ჰა რეკრეაციულ ზონას ბუნებრივი ტყით, ნაკადულებითა და ხელოვნური ტბით. სოფელი გასტრონომიულ წერტილებს, ღვინის მაღაზიას, სპორტულ და საბავშვო მოედნებს და ასევე ტურისტულ ატრაქციებს გააერთიანებს. 8 ჰა მიწაზე კი ქართული უნიკალური ჯიშების ვენახი გაშენდება. შატო „ქინძმარაული ვილიჯში”კი ადგილობრივი მოსავლიდან გადამუშავდება და ჩამოისხმება ღვინო. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ასევე გულისხმობს საფეხმავლო/ველო ბილიკებსა და ზიპლაინს.



გეგმის მიხედვით ეს ორწლიანი პროექტია, მაგრამ მისი დასრულება დამოკიდებულია ძალიან ბევრ დეტალზე, მათ შორის ინვესტორების მოზიდვაზე. თუმცა, ჩვენი სურვილია რომ ეს ვილები მაქსიმალურად ქართველებმა აითვისონ“, - განაცახადა ზურაბ ჩხაიძემ.


ბიზნესმენის თქმით, აღნიშნულ პროექტში KTW ჯგუფი უპრეცედენტო, 50 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო  მომავალ წლებში კომპანია, რამდენიმე პროექტში 100 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ინვესტიციები მოიცავს ღვინის სოფლის მშენებლობას, ასევე ვენახების გაშენებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.




ნინო თამაზაშვილი



თეგები:
KTW



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up